ხრუშჩოვის პერიოდი იდგა.
ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე
დახურავდნენ, ამიტომ
მამებმა ვიტალი ბერად
აღკვეცეს და აფხაზეთის
მთებში გაუშვეს. იმხანად იქ
მრავალი ბერი მოღვაწეობდა.
ძალზე შეუყვარდათ ძმებს
ვიტალი, მაგრამო, -
ამბობდნენ მასზე - ერთი
ნაკლი აქვს - ყველაფრის
გაცემა უყვარსო. ეს იყო ის
„ნაკლი“, სიცოცხლის
ბოლომდე რომ არ
მოსცილებია.ისეთ
სიმდაბლეს მიაღწია,
ყველაფრისთვის უღირსად
მიიჩნევდა თავს, ამიტომ
საჭმელს, სასმელს, საწოლს,
სამოსს ყველაზე უბრალოსა
და შეურაცხს
ეტანებოდა.დიდი იყო ძმათა
მიმართ მისი სიყვარულიც.
ერთხელ ერთ ძმას, ძალზე
მოშორებით რომ ცხოვრობდა,
პურის გამოცხობა უთხოვია.
მამა ვიტალის პური
გამოუცხვია, მაგრამ
ფეხსაცმელი ვერ უპოვია -
ძმებს ჩაეცვათ და სოფელში
წასულიყვნენ საქმეზე.
ფეხები ნავთით დაუზელია და
რამდენიმე კილომეტრი
ქვიანი და თოვლიანი გზა
ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას
უუკადრისებია მისი
მიტანილი პური. მამა ვიტალი
ხმაამოუღებლად
დაბრუნებულა უკან.
თანამესენაკენი
აღშფოთდნენ თურმე: „აღარ
მიხვიდე მასთანო“. „ჩემს
მამებს ასე არ
უსწავლებიათო“, -
მიუგია.მთებში უკვე
სახიფათო იყო დარჩენა -
მილიციამ რამდენჯერმე
დაარბია იქაურობა. ბერებმა
აკურთხეს მამა ვიტალი და
ისიც თბილისში გადმოვიდა
საცხოვრებლად, სადაც
იმხანად მიტროპოლიტი
ზინობი მაჟუგა
მოღვაწეობდა (მეუფე
ზინობის აღკვეცილია ბერად
უწმიდესი და უნეტარესი,
პატრიარქი ილია II). ვიტალიმ
ალექსანდრე ნეველის
ტაძარში დაიწყო მსახურება.
1976 წელს მღვლად აკურთხეს.
თუმცა არ უნდოდა, მაგრამ
მეუფე ზინობის კურთხევით
მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც
ჩვიდმეტი წელი ფარულად
ატარებდა და მოძღვრობის
ჯვარი აღიღო.გაძნელდა მისი
უსაბუთოდ დაფარვა: „აირჩიე
- ან ციხე, ან პასპორტიო“. რა
იყო მისთვის ციხე, მაგრამ
მოყვასის სიყვარულმა
სძლია...დიდუბეში, ერთ
პატარა ქოხში დასახლდა.
მიტროპოლიტ ზინობის
კურთხევით, შეეძლო აქვე
შეეწირა უსისხლო
მსხვერპლი ან მონაზვნები
აღეკვეცა. მალე მისი სახლი
მონასტრად
იქცა.საქართველოს
სიყვარული მამა ვიტალის
მეუფე ზინობისგან გადაედო -
გარდაცვალების წინ უხმო და
აკურთხა თურმე, უწმინდესის
გვერდით ყოფილიყო და
არასოდეს დაეტოვებინა
საქართველო...ძალზე
ჰყვარებია მამა ვიტალის
ქართული ღვთისმსახურება,
გალობა, დიდად აფასებდა
თურმე ქართველ წმინდანებს.
დიდი სინოდიკი ჰქონია და
ყოველ წირვას ქართველების
მოხსენიებით იწყებდა,
რუსებს კი ამის მერეღა
მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე
უხაროდა საქართველოში
რწმენის აღორძინება,
„რუსეთს კი სძინავსო“, -
იტყოდა სინანულით. მისთვის
საქართველო ყოველთვის
„წმინდა ივერია“ იყო.ბოლოს
ნუგეშის სიტყვა
დაუტოვებია: „მოდით ჩემს
საფლავთან, თქვენს
გასაჭირზე მომიყევით,
როგორც ცოცხალს და
დაგეხმარებითო“, - ამიტომაც
არის, რომ ალექსანდრე
ნეველის ტაძრის ეზოში,
საკურთხევლის წინ, მის
საფლავზე არასოდეს წყდება
მლოცველთა დენა. ისიც
მრავალს შეეწევა,
მრავალსაც გამოცხადებია
და ნუგეში უცია. ერთ
ეპისკოპოსს ეჭვი
შეჰპარვია, ნუთუ მართლა
ასეთი მოღვაწეაო, და
ზეცაში, იოანე
ნათლისმცემელსა და
სერაფიმე საროველთან
ერთად უფლის ტრაპეზის წინ
მომსახურე უხილავს.***მამა
ვიტალი სიდორენკოს რჩევა,
ლოცვითი კანონის
შესახებ:„დილით სახლიდან
გასვლის წინ წავიკითხოთ 26-ე,
50-ე და 90-ე ფსალმუნები, მათ
შორის კი დასაწყისში და
დასასრულს წარმოვთქვათ –
„ღვთისმშობელო ქალწულო,
გიხაროდენ…“.„თუნდაც
ახლოს ყუმბარა აფეთქდეს,
ტყვია გავარდეს ან ხანძარი
გაჩნდეს,- ვერანაირი
უბედურება შენ ვერ
შეგეხება…"წიგნის „მამა
ვიტალის ცხოვრების“
მიხედვითჟურნალი
„კარიბჭე“, №11, 2004 წ.