ქართველ მუსიკოსსა და
კომპოზიტორს, მამუკა
ჩარკვიანს 24 აგვისტოს
დაკრძალავენ. მანამდე კი
პანაშვიდი 22 და 23 აგვისტოს
შემდეგმისამართზე
გაიმართება: ზ. ბოლქვაძის 3
(დოლიძეზე ეკლესიასთან
შესახვევი).მამუკა
ჩარკვიანს 14:00 საათზე
ქაშვეთის ეკლესიიდან
გამოასვენებენ.ცნობისთვის,
ქართველი მუსიკოსი,
კომპოზიტორი, მამუკა
ჩარკვიანი 69 წლის ასაკში
გარდაიცვალა.მამუკა
ჩარკვიანს მიღებული აქვს
სიმღერის ფესტივალ "ლიგას"
პირველი პრემია - ნომინაცია
ქართული ტრადიციული
სიმღერა - სიმღერისთვის
"მწვანე რტოები" (1996), XX
საუკუნის საუკეთესო
სიმღერის პრიზი
სიმღერისთვის "მაღლა და
მაღლა" (1999), ოქროს დისკი
ნომინაცია - წლის საუკეთესო
სიმღერა - სიმღერებისთვის:
"ჩემი აღარა ხარ",
"გაზაფხული, "აპრილი" და
"დედის ჯერი". 2014 წლის 10 მაისს,
ფილარმონიის დიდი
საკონცერტო დარბაზის წინ
გაიხსნა მამუკა
ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023
წელს გახდა თბილისის
საპატიო მოქალაქე. 2000 წელს
დაჯილდოვდა ღირსების
ორდენით.