ტრამპმა პანამის არხისთვის, პენტაგონს სამხედრო სცენარების შედგენა დაავალა – CNN

News.ge 1 თვე წინ 27
ტრამპმა პანამის არხისთვის, პენტაგონს სამხედრო სცენარების შედგენა დაავალა – CNN

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ პენტაგონის მაღალჩინოსნებს “სანდო სამხედრო სცენარების” წარდგენა ფორმალურად სთხოვა, რათა პანამის არხზე -ს შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოფილი იყოს.
გამოცემის მიხედვით, ეს ერთ-ერთია იმ არაერთ ახალ დირექტივას შორის, რაც აშშ-ს სტრატეგიული პრიორიტეტების საფუძვლიან გადახედვას წარმოადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მაღალი რანგის ლიდერებს გაუგზავნეს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს “მყისიერად” შესასრულებელი დირექტივა მისცა და მიუთითა, “წარადგინონ სანდო სამხედრო სცენარები, რათა პანამის არხზე სამართლიანი და შეუფერხებელი წვდომა იყოს უზრუნველყოფილი აშშ-ს სამხედრო და კომერციული ხომალდებისთვის”. – წერია CNN-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.
ამასთანავე, CNN-ის ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-ს არმიის “უმთავრესი პრიორიტეტი” სამშობლოს დაცვაა და ადმინისტრაცია პენტაგონს მიუთითებს, “საზღვრები ჩაკეტოს; შემოჭრის ფორმები უკუაგდოს, მათ შორის უკანონო მასობრივი მიგრაცია, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანების კონტრაბანდა და ტრეფიკინგი, და სხვა კრიმინალური საქმიანობები, და დეპორტაცია გაუკეთოს არალეგალ მიგრანტებს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობით”.
tabula.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია