10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა – სამი სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით (forbes.ge)

News.ge 12 საათი წინ 21
10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა – სამი სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით (forbes.ge)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკისა და UBS-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის 2024 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის სიმდიდრის შეფასება მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. შესაბამისად, სტატიაში მას სამი მაჩვენებლით შევაფასებთ:
· მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მშპ) – 2025 წლის პროგნოზით;
· მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (მეშ) – 2024 წლის მონაცემებით;
· მედიანური სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე – 2024 წლის მონაცემებით.
მარტივად რომ ვთქვათ, მშპ გვიჩვენებს, რამდენს აწარმოებს ეკონომიკა ერთ წელიწადში, მეშ – რამდენს გამოიმუშავებს მოსახლეობა, ხოლო მედიანური სიმდიდრე – რამდენს ფლობენ ადამიანები საერთო ჯამში, სესხებისა და ვალდებულებების გამოკლებით.
რაოდენობრივი თვალსაზრისით მეშ-ი მშპ-ისგან განსხვავდება იმით, რომ არ მოიცავს სხვა ქვეყნების რეზიდენტების მიერ ქვეყანაში მიღებულ შემოსავალს და მოიცავს ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალს. მშპ-ის შემთხვევაში კი პირიქითაა.
ტოპ-10 ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით
მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით პატარა, თუმცა ძლიერი ეკონომიკები ლიდერობენ. ლუქსემბურგი, ირლანდია და შვეიცარია ერთ სულ მოსახლეზე 100 000 დოლარზე მეტ მთლიან შიდა პროდუქტს გამოიმუშავებენ, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. მათი ეკონომიკური წარმატება დიდწილად ფინანსური ცენტრებისა და შტაბ-ბინებისთის ხელსაყრელი საგადასახადო პირობების დამსახურებაა.
აღსანიშნავია, რომ მშპ-ის მაღალი მაჩვენებლები ყოველთვის არ ნიშნავს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის კეთილდღეობას. მაგალითად, ლუქსემბურგის ეკონომიკის დიდი ნაწილი იქ მომუშავე არარეზიდენტების მიერ იქმნება, ხოლო ირლანდიის მონაცემებს კომპანიების მოგების გადასახადზე ოპტიმიზაცია ზრდის.
ტოპ-10 ქვეყანა მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით
რაც შეეხება მთლიან ეროვნულ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, ამ შემთხვევაში ბერმუდა ლიდერობს, რომელსაც ნორვეგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი და მოჰყება. აქ წამყვან პოზიციებზე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნები და გლობალური საინვესტიციო ცენტრები გვხვდება, სადაც შემოსავლები მხოლოდ შიდა წარმოებაზე არ არის დამოკიდებული.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ ზრდასრულეზე მედიანური სიმდიდრის მიხედვით
UBS-ის მონაცემებით, ერთ ზრდასრულზე მედიანური სიმდიდრით რეიტინგში ლუქსემბურგი, ავსტრალია, ბელგია, ჰონგ-კონგი და ლიდერობს. აქ უკვე წამყვანია ქვეყნები, რომლებიც უძრავი ქონების ფლობით, ძლიერი საპენსიო სისტემითა და სოციალური დაცვის მექანიზმებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ევროპა მედიანური სიმდიდრით კვლავ დომინირებს. ქვემოთ მოცემულ ტოპ-10-ში ნახევარზე მეტი ევროპული ქვეყანაა. ჩრდილოეთ ამერიკიდან ათეულშია კანადა, ხოლო აზიიდან – ჰონგ-კონგი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია.

სრულად წაიკითხეთ სტატია