აშშ-ის არჩეული
პრეზიდენტის დონალდ
ტრამპის განცხადებით,
ამერიკას და ჩინეთს ერთად
მსოფლიოს ყველა პრობლემის
გადაწყვეტა
შეუძლიათ.თავის
გამოსვლაში ფლორიდის
შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოს
რეზიდენციაში ტრამპმა
აქცენტი ჩინეთის ლიდერზე
სი ძინპინზეც გააკეთა და
აღნიშნა, რომ ის
შესანიშნავი
ადამიანია.„ჩინეთს და აშშ-ს
ერთად მსოფლიოს ყველა
პრობლემის გადაჭრა
შეუძლიათ. აბა, დაფიქრდით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ის [სი ძინპინი] ჩემი
მეგობარი იყო. ის აქ დიდი
ხანი იმყოფებოდა... ჩვენ
მრავალ საათს საუბარში
ვატარებდით. ის
შესანიშნავი ადამიანია.
პრესას არ უყვარს, რასაც
ვამბობ, მაგრამ ის
შესანიშნავი პიროვნებაა“, -
აღნიშნა ტრამპმა.