მოგესალმებით ჩემო დიდ
დიღმელებო, ვაშლიჯვრელებო,
სოფელ დიღმელებო. ჩემთვის
დიდი პატივი და
პასუხისმგებლობაა ვიყო
საბურთალოს მეოთხე ოლქის
მაჟორიტარობის კანდიდატი
და თქვენი წარმომადგენელი
თბილისის საკრებულოში! -
წერს სოციალურ ქსელში
საბურთალოს რაიონის
მაჟორიტარობის კანდიდატი
შალვა პერანიძე.„პირველ
რიგში მინდა მადლობა
გადავუხადო „ქართული
ოცნების“ გუნდს
გამოცხადებული
ნდობისთვის,დედაქალაქის
მერს კახა კალაძეს
შესაძლებლობისთვის,
ვემსახურო ჩემს რაიონს და
უბანს. მადლობა საბურთალოს
რაიონის მაჟორიტარ
დეპუტატს ავთანდილ
ცინცაძეს მხარდაჭერისა და
გვერდში დგომისთვის!ქალაქ
თბილისის მერიას და
საბურთალოს რაიონის
გამგეობას, მის ყველა
თანამშრომელს
თავდაუზოგავი შრომისთვის
და მნიშვნელოვანი
პროექტების
განხორციელებისთვის.გასული
წლების განმავლობაში
ჩვენს ოლქში უამრავი
პრობლემური საკითხი
გადაწყდა. მოეწყო არაერთი
რეკრეაციული სივრცე,
განხორციელდა
მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული
პროექტები!აუცილებლად
უნდა გამოვყო დიდი დიღმის
მულტიფუნქციური ცენტრი,
რომელიც ჩვენი უბნის ყველა
თაობის
წარმომადგენლისთვის
კომფორტული და
მრავალფუნქციური სპორტული
სივრცეა.მე როგორც ამ უბნის
მაცხოვრებელმა, ვიცი,ის
მნიშვნლოვანი საკითხები,
რომლის მოგვარებაც
პრიორიტეტული იქნება
ჩვენი გუნდისთვის.მჯერა,
მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში ჩემი გუნდის
და თქვენი მხარდაჭერით,
საბურთალოს მეოთხე ოლქის
მაცხოვრებლებისთვის ბევრ
მნიშვნელოვან და სასიკეთო
საქმეს
გავაკეთებთ!მშვიდობა
საქართველოს! მეტი სიკეთე
თბილისს“, - წერს პერანიძე.