დიდ მადლობას ვუხდი კახა
კალაძეს და „ქართული
ოცნების“ გუნდს
გამოცხადებული
ნდობისთვის. მას შემდეგ
ძალიან დიდ მხარდაჭერას
ვგრძნობ თქვენი მხრიდან,
რაც ჩემთვის უდიდესი
მოტივაციაა, - წერს
საბურთალოს მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი
ბექა
მიქაუტაძე.„მოგესალმებით
ჩემო საბურთალოელებო,
როგორც იცით, რამდენიმე
დღის წინ, კახა კალაძემ
საბურთალოს რაიონის
ერთ-ერთ მაჟორიტარ
დეპუტატად წარმადგინა. დიდ
მადლობას ვუხდი მას და
„ქართული ოცნების“ გუნდს
გამოცხადებული
ნდობისთვის. მას შემდეგ
ძალიან დიდ მხარდაჭერას
ვგრძნობ თქვენი მხრიდან,
რაც ჩემთვის უდიდესი
მოტივაციაა.2014-დან 2017 წლის
ჩათვლით, მქონდა პატივი
ვყოფილიყავი ამ რაიონის
გამგებელი, ახლა კი მეძლევა
საშუალება ვემსახურო
საბურთალოელებს უკვე
თბილისის საკრებულოს
მაჟორიტარი დეპუტატის
სტატუსით.მე მჯერა, რომ
ჩვენ ერთად შევძლებთ
გავხადოთ საბურთალოელების
ცხოვრება უკეთესი. ეს არის
ჩვენი საერთო სივრცე და მე
მზად ვარ
თანამშრომლობისთვის.ვიყო
ვეძისი, ვაჟა-ფშაველა,
ყაზბეგი, გოთუას ოლქების
მაჟორიტარობის კანდიდატი
ჩემთვის დიდი სიხარული და
უდიდესი
პასუხისმგებლობაა.მშვიდობა
საქართველოს, მეტი სიკეთე
თბილისს!“, - წერს ბექა
მიქაუტაძე.