თბილისში, უკვე რამდენიმე
საათია სხვადასხვა
პროფესიის
წარმომადგენლები
საპროტესტო მსვლელობებს
მართავენ. ამ წუთებში,
აქციის მონაწილეები
ყაზბეგის გამზირზე
იმყოფებიან და რუსთაველის
მიმართულებით
გადაადგილდებიან. მანამდე,
იყვნენ თბილისის
მერიასთან.ბოლო წერტილი
პარლამენტია, სადაც ისინი
საღამოს დაგეგმილ აქციას
შეუერთდებიან. პიარ და IT
ტექნოლოგიების
სპეციალისტები,
მწვრთნელები,
შემოქმედებითი
ინდუსტრიების, ფინანსური
და ადამიანური რესურსების
მართვის სფეროების
წარმომადგენლები
რესპუბლიკის მოედნიდან და
ვაკის პარკიდან
დედაქალაქის სხვადასხვა
მიმართულებით დაიძრნენ.
იმყოფებოდნენ გმირთა
მოედანსა და მელიქიშვილის
გამზირზე, სადაც მათი
მსვლელობები
გაერთიანდა.აქციის
მონაწილეები
დაკავებულების
გათავისუფლებას და ახალ
არჩევნებს ითხოვენ.