თურქეთში შეხვედრებისას
შევეხეთ ყველა თემას,
მთავარი თემა არის
პოლიტიკური შეხედულებები,
ის, რომ ორივე ქვეყანა
ძალიან დაინტერესებული
ვიყავით მშვიდობის
პოლიტიკით ამ რეგიონში, –
ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, მიხეილ
ყაველაშვილმა
განაცხადა.მისივე თქმით,
საქართველოსა და თურქეთს
ბევრი რამ
აერთიანებთ.„თურქეთი
ერთ-ერთი ინიციატორი იყო
რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყებისთანავე, რომ
შუამდგომლობა გაეწია
შერიგების პროცესში. ჩვენც
მუდმივად ვმონაწილეობდით
აზერბაიჯან-სომხეთის
თემაში. ყველა
მივესალმებით, რომ ეს
პროცესი დასასრულს
უახლოვდება. თავად
თურქეთის და სომხეთის
ურთიერთობებიც პოზიტიურ
შედეგს იძლევა. ჩვენი
ურთიერთობები ერთ-ერთი
ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
რა გვაქვს ერთიანი?
ხედვები. მათ მომილოცეს და
აღნიშნეს, რომ ძალიან
მნიშვნელოვანია
ხელისუფლება, რომელიც
ხალხის მიერ არის არჩეული.
ხმამაღლა აღინიშნა, რომ
ჩვენ საერთო გვაქვს
პატივისცემა, ეროვნული
ინტერესი, ღირებულებები,
მშვიდობის პოლიტიკა.
საკმაოდ ძლიერი ლიდერია
ბატონი ერდოღანი, თავისი
ქვეყნის, თავისი ეროვნული
ინტერესების დამცველი.
სწორედ ამაში ვართ ჩვენ
სოლიდარულები“, –
განაცხადა ყაველაშვილმა.