ირაკლი კირცხალია: რაიმე კუთხით არჩევნების ნეგატივში მოხსენიებაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, გაეცნონ ეუთო/ოდირის დასკვნას

Primetime.ge 1 საათი წინ 3
ირაკლი კირცხალია: რაიმე კუთხით არჩევნების ნეგატივში მოხსენიებაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, გაეცნონ ეუთო/ოდირის დასკვნას
ღიმილის მომგვრელია, როდესაც საქართველოში მედიის რაიმე კუთხით შეზღუდვაზე საუბრობენ, ან რომელიმე კანონზე მიუთითებენ, რომ შეიძლება, მედიას ზღუდავდეს. ღიმილის მომგვრელია, როდესაც მედიასივრცეს იმ სტანდარტებს უახლოებ, რაც არის ოქროს სტანდარტად ცნობილი მთელ მსოფლიოში, თავად კი ბევრად უფრო კაბალურ და მკაცრ კანონებს იღებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი იქნება, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, საქართველოში რაიმე კუთხით სამართალდარღვევა თუ ფიქსირდება, ეს იქნება გამოძიებული და სამართალდამრღვევი პასუხისგებაში მიცემული.„რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობის გამოძიებას, როგორც იქ წერია, არაერთხელ გვითქვამს, არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი იქნება, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, რაიმე კუთხით სამართალდარღვევა თუ ფიქსირდება, ეს სამართალდარღვევა ჩვენ ქვეყანაში იქნება გამოძიებული და სამართალდამრღვევი იქნება პასუხისგებაში მიცემული. ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმაც და სხვადასხვა ანგარიშების ავტორებმაც ეს ძალიან კარგად უნდა იცოდნენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.მისი თქმით, ყველა ფაქტი საპირისპირო ჭრილშია წარმოდგენილი.„დავიწყოთ გამჭვირვალობის კანონით – ვერ და არ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არადემოკრატიული, ეს აქსიომაა დემოკრატიაში. სანდო არასამთავრობო ორგანიზაციებზე როდესაც საუბრობენ, შემთხვევით, ეს სანდო არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ არ არის კოლექტიური გიგაური-ლომჯარიას არასამთავრობო ორგანიზაციები და იმ ცრუ დამსმენების ორგანიზაციები, რომლებიც ვიხილეთ წინა ადმინისტრაციის დროს კონგრესში, როდესაც საზოგადოებამ ნათლად ნახა მათი რეალური სახე, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენება ხომ არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ჟურნალისტების აკრედიტაციებს პარლამენტში – რაც არის წესი, კანონი ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში, ის წესი და კანონი მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში და, ნუ შეეცდებიან, ჩვენ საზოგადოებას, სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ მიაყენონ შეურაცხყოფა და უთხრან დემოკრატიაზე, რომ არის არასწორი და, რომ არის ანტიდემოკრატიული. ყველაფერი დღესავით ნათელია, საზოგადოება აფასებს მსგავს ცრუ ნარატივებით და ე.წ. სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციით შედგენილ ანგარიშებს, თუ წერილს, თუ მოწოდებას მათი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.არჩევნების ნაწილს რაც შეეხება, ირაკლი კირცხალია ყველას ურჩევს, გაეცნონ ეუთო/ოდირის დასკვნას.„რაიმე კუთხით არჩევნების ნეგატივში მოხსენიებაზე პასუხი არის ძალიან მარტივი და ღრმა ანალიზი არ სჭირდება – გაეცნონ ეუთო/ოდირის დასკვნას და იმ ინსტიტუციის დასკვნას, რომლის მიმართ ცეცხლი ჰქონდათ ყველა მხრიდან თავისი აგენტურული ქსელით გახსნილი. ყველას კარგად გვახსოვს შემდეგ ადგილობრივი არჩევნების კუთხით როგორ შემოატრიალეს ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს მორალი არა აქვთ, ნაცარს აყრიან თვალში ჩვენ საზოგადოებას, არაფრად მიაჩნიათ ჩვენი საზოგადოება. დღეს შეუძლიათ, ერთი თქვან, მეორე დღეს საწინააღმდეგო განცხადება გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი.
სრულად წაიკითხეთ სტატია