სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსად ანრი
ოხანაშვილი დაინიშნება. ამ
პოსტზე ოხანაშვილის
კანდიდატურა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე წარადგინა. ის
სუსის უფროსის
თანამდებობაზე გრიგოლ
ლილუაშვილს შეცვლის.ანრი
ოხანაშვილი არის
პოლიტიკური პარტიის
„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ წევრი.
სხვადასხვა დროს იყო
საქართველოს მე-9 და მე-10
მოწვევის პარლამენტის
წევრი. საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე. საქართველოს
პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის წევრი.
საპარლამენტო
უმრავლესობის მიერ
არჩეული საპროკურორო
საბჭოს წევრი.