სპორტი არის ჩვენთვის
ერთ-ერთი უმთავრესი
პრიორიტეტი. ამის ერთ-ერთი
გამოხატულება იყო ის, რომ
ჩვენ ცალკე გამოვყავით
სპორტის სამინისტრო,
სპორტის ბიუჯეტი გაიზარდა
2024 წელს წინა წელთან
შედარებით 53 მილიონი ლარით,
245 მილიონი ლარიდან 298 მილიონ
ლარამდე, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა,
ინვესტიციებს სპორტის
სფეროში მოაქვს
კონკრეტული შედეგები და ეს
შედეგები გამოხატულია
კონკრეტული
მონაცემებით.„შარშან ჩვენ
გვქონდა საერთაშორისო
მედლების რეკორდული
რაოდენობა 1 259 საერთაშორისო
მედალი აიღეს ჩვენმა
სპორტსმენებმა გასული
წლის განმავლობაში.
თითოეულ სპორტსმენს
ეკუთვნის ჩვენი
განსაკუთრებული მადლობა,
აქედან 441 იყო ოქროს მედალი,
413 ვერცხლი, 445 ბრინჯაოს
მედალი.აქვე მინდა,
შეგახსენოთ, როგორი იყო
სპორტის მიღწევები
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში. ჩვენი
ფეხბურთელები საამაყოდ
წარსდგნენ ევროპის
ჩემპიონატზე, პირველად
გამოვიდნენ და პირველივე
ჯერზე მათ შეძლეს ჯგუფური
ეტაპის დაძლევა. ასევე
პირველად ისტორიაში,
ახალგაზრდულმა ნაკრებმა
დაძლია საკვალიფიკაციო
ეტაპი და ასე გავიდა
ევროპის ჩემპიონატზე,
რამდენიმე წუთი დააკლდათ
ჯგუფური ეტაპის გავლამდე,
დასანანი მარცხი იყო, თუმცა
ძალიან კარგად გამოვიდნენ
ჩვენი ახალგაზრდები
ევროპის
ჩემპიონატზე.ხელბურთელები
ზედიზედ მეორედ გავიდნენ
ევროპის ჩემპიონატზე,
წყალბურთელები კიდევ
ერთხელ გავიდნენ ევროპის
ჩემპიონატზე.
კალათბურთელები მორიგ
ჯერზე გავიდნენ
„ევრობასკეტზე“, ძალიან
დიდი ინტერესით ველოდებით
ჩვენ სექტემბერში მათ
გამოსვლას
„ევრობასკეტზე“.
რაგბისტებმა მოიგეს რაგბი
ევროპა და კიდევ ერთხელ
გავიდნენ მსოფლიო
ჩემპიონატზე“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.მისივე
თქმით, ოლიმპიელებმა
მიაღწიეს უპრეცედენტო
შედეგს და გუნდურ ჩათვლაში
ყველაზე მაღალი ადგილები
მოიპოვეს ბოლო
ოლიმპიადაზე.„მადლობა
მინდა, გადავუხადო ჩვენს
ოლიმპიელებს, მათ შორის
ჩვენს ორ კოლეგას
განსაკუთრებული მადლობა
თითოეულ თქვენგანს ამ
მიღწევისთივს. ჩვენმა
პარალიმპიელებმაც
გაგვახარეს და პირველი
მაჩვენებელი აიღეს გუნდურ
ჩათვლაში ისტორიის
მანძილზე, მათაც
განსაკუთრებული მადლობა
მინდა გადავუხადო.
განსაკუთრებული მადლობა
ძიუდოისტებს, პირველად
ისტორიაში, დღეს ჩვენი
ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი
არის როგორც ევროპის, ასევე
მსოფლიო ჩემპიონი. ეს არის
საამაყო მიღწევა და
მადლობა მათ ამისათვის. არ
მინდა, ვინმე და რამე
გამომრჩეს, როგორც უკვე
ითქვა, ჩვენმა
სპორტსმენებმა მიიღეს 1 299
საერთაშორისო მედალი.
მთლიანობაში ქართული
სპორტი გამოირჩა ძალიან
დიდი წარმატებებით, რაც
მნიშვნელოვანია არა მარტო
ცალკე აღებული სპორტის
განვითარებისთვის. სპორტი
ნიშნავს მეტ ჯანმრთელობას,
ჯანმრთელ მომავალ თაობას,
მეტ ინტერესს ბავშვებში
რომ ჩაერთონ სპორტულ
აქტივობაში ამ კუთხითაც,
ძალიან მნიშვნელოვანი ის
მიღწევები, რომლითაც
ჩვენმა სპორტსმენებმა
გაგვახარეს“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.