სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას - გიორგი კალანდარიშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 29
სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას - გიორგი კალანდარიშვილი
ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ჩვენ, ზედმიწევნით ვიცავდით კანონმდებლობას, ვიცავთ კიდეც და გავაგრძელებთ მის დაცვას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.მისივე თქმით, ცესკოს დღევანდელმა სხდომამ აღნიშნული სპეკულაციები დაასრულა.„დღევანდელი კონსენსუსური გადაწყვეტილება და ის ინიციატივა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრის მიერ იყო ინიციირებული, ისევე, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი მიუთითებდა და მოუწოდებდა ინსტიტუციას გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, არის, ფაქტობრივად, დასტური იმის, რომ ცესკო კანონმდებლობას სრულად იცავდა. რეალურად, დადგენილების მიღებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყვეთ მათ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არსებული საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი არ იყო და სპეკულაციებზე იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო ვინმეს უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას, ამით ფაქტობრივად, ყველა პასუხი გაცემულია.ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძვირფასი თანამემამულეები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით გაივლიან რეგისტრაციას შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ან თავად ამ წარმომადგენლობებში, რომელთაც რეგისტრაციის მისამართი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
სრულად წაიკითხეთ სტატია