როდესაც გერმანიის ელჩი ამ
პოსტს წერდა, ზუსტად ის
ადამიანები, რომლებსაც ის
რამდენიმე დღით ადრე
შეხვდა და მხარდაჭერა
გამოუცხადა, "ქართული
ოცნების" თბილისის
საარჩევნო შტაბს,
ფაშისტური ყიჟინით, თავს
ესხმოდნენ - ამიტომ, ელჩის
მხრიდან, საპირისპიროს
მტკიცება არასწორია,”- ამის
შესახებ პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი სოციალურ
ქსელში წერს.როგორც ის
აღნიშნავს, აკრედიტებული
დიპლომატის მიერ,
მასპინძელ ქვეყანაში,
ექსტრემისტული ჯგუფების
მხარდაჭერა ვენის
კონვენციის 41-ე მუხლის
უხეში დარღვევაა."მაშინ,
როდესაც გერმანიის ელჩი ამ
პოსტს წერდა, ზუსტად ის
ადამიანები, რომლებსაც ის
რამდენიმე დღით ადრე
შეხვდა და მხარდაჭერა
გამოუცხადა, "ქართული
ოცნების" თბილისის
საარჩევნო შტაბს,
ფაშისტური ყიჟინით, თავს
ესხმოდნენ. მას ეს
პოლიტიკურად მოტივირებული
ძალადობა არ დაუგმია და არც
ამ ექსტრემისტული ჯგუფის
მხარდაჭერა გაუხმია
უკან.ამიტომ, ელჩის
მხრიდან, საპირისპიროს
მტკიცება არასწორია, არ
არის
სიმართლე.აკრედიტებული
დიპლომატის მიერ,
მასპინძელ ქვეყანაში,
ექსტრემისტული ჯგუფების
მხარდაჭერა ვენის
კონვენციის 41-ე მუხლის
უხეში დარღვევაა,”- წერს
პაპუაშვილი.