პარლამენტის პირველი
ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის
შეფასებით, ერთი თვე
საკმარისი დროა, რომ
ეუთო/ოდირ-ის მისია
საქართველოში არჩევნებზე
დასაკვირვებლად
ჩამოვიდეს.ვოლსკის აზრით,
თვითმმართველობის
არჩევნებზე მისიის
დაკვირვების შედეგი
იქნებოდა პოზიტიური, რაც
გარკვეულ ძალებს არ
აწყობთ.„საქართველოში
მეთვალყურეების მისიის
გამოგზავნა იმ ხალხისთვის
ცუდი შედეგით დასრულდა,
ვინც ამ ქვეყნის არევას და
დესტაბილიზაციას ფიქრობს,
რადგან მათ პოზიტიური
დასკვნა დადეს. ახლა მისია
რომ ჩამოვიდეს და მუშაობა
დაიწყოს, შედეგი იქნება:
საარჩევნო პროცესი კარგად
ორგანიზებულ დონეზე
მიმდინარეობს, აზრის
თავისუფლად გამოხატვის
საშუალებაა, მაგრამ მეორე
ძალაა, ვინც ამის ჩაშლას
ფიქრობს და ქუჩებში
ექსტრემისტული ჯგუფები
დაძრწიან. სრული სურათი
ასეთი იქნებოდა, რაც
ვიღაცას არ აწყობს. მით
უმეტეს, გავიხსენოთ,
ეუთო/ოდირ-ზე როგორი
მორალური და ფსიქოლოგიური,
ინტენსიური შეტევა
მიმდინარეობდა. ასეთი
სახის შეტევა უპრეცედენტო
იყო“, – განაცხადა გია
ვოლსკიმ.ცნობისთვის,
ეუთო/ოდირ-მა განაცხადა,
რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე
მისიის განთავსების
შესაძლებლობა არ ექნებათ,
თუმცა მანდატის ფარგლებში
გააგრძელებენ მოვლენების
მონიტორინგს. ეუთო/ოდირ-ის
განცხადებაში ნათქვამია,
რომ „4 ოქტომბერს,
არჩევნებამდე ერთ თვეზე
ნაკლები დროით ადრე
საქართველოს ხელისუფლების
მიერ ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებზე დაკვირვების
მიზნით ორგანიზაციის
მიწვევა სანდო და
შინაარსიანი
დაკვირვებისთვის
არასაკმარის დროს ტოვებს“.