უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის
განცხადებით, მიმდინარე
საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მხრიდან
სოციალურ ქსელში ჟღერდება
ისეთი მოწოდებები, რომელიც
დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.მდინარაძის თქმით,
ისინი მხოლოდ ძალის
გამოყენებით მოქმედებენ,
თუმცა ძალით სახელმწიფოს
ვერ მოერევიან."სოციალურ
ქსელებში უკვე გამოჩნდა
ისეთი მოწოდებები, რომელიც
სავარაუდო დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს. მათ
შორის, გამოჩნდა
მოწოდებები - როგორ შექმნან
ევრომაიდანი, როგორ
დააყენონ მავთულხლართები,
როგორ დააყენონ
ბარიკადები წინასწარ,
როგორ არიონ ქვეყანა და
როგორ დაამხონ ეს
ხელისუფლება. ამას
სჭირდება რეაგირება. არ
ვამბობ, რომ ეს რეაგირება
უნდა იყოს ან ასეთი, ან
ისეთი...არავის უცდია ერთი
სიტყვის თქმა და რაიმეს
გაპროტესტება სიტყვით,
ისინი ცდილობენ ძალით და
ძალით სახელმწიფოს ვერ
მოერევიან, რომელიც თავის
ადგილზე დგას, ამ ქვეყანას
იცავენ გმირი
პოლიციელები.ცალკეული
ძალიან მძიმე და სამწუხარო
შემთხვევები არის, მაგრამ
ჩვენს ქვეყანას იცავენ
გმირი პოლიციელები,
რომლებიც არავის
დაანებებენ ამ ქვეყანას,
მოგონილი საპროტესტო
თემებით.ამ ყველაფერს
სჭირდება მინიმუმ
შეფასება, იმ მოწოდებებს
სჭირდება შეფასება,
რომელიც გაივლის ხოლმე
მიტინგის ორგანიზატორების
მხრიდან და როგორც ჩანს, ეს
კარგად აქვთ ნასწავლი
"ფრანკლინის კლუბში", -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.