სომხეთის
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ
ფაშინიანი საქართველოს
მთავრობის მეთაურს ირაკლი
კობახიძეს და მმართველ
პარტიას „ქართულ ოცნებას“
საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებას
ულოცავს.„ვულოცავ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს, ირაკლი
კობახიძეს და პარტია
„ქართულ ოცნებას“
საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებას. მჯერა, რომ
სომხეთ-საქართველოს
სტრატეგიული ურთიერთობები
გააგრძელებს მდგრად
განვითარებას სომეხი და
ქართველი მოძმე ხალხების
საკეთილდღეოდ“, - წერს
ფაშინიანი ქართულად
სოციალურ ქსელ X-ში.მანამდე
კობახიძეს და „ქართულ
ოცნებას“ გამარჯვება
უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ
ორბანმა, უნგრეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა პიტერ
სიიარტომ და აზერბაიჯანის
პრეზიდენტმა ილჰამ
ალიევმა მიულოცეს.
ვულოცავ საქართველოს
პრემიერ-მინისტრს, ირაკლი
კობახიძეს და პარტია
„ქართულ ოცნებას“
საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებას. მჯერა, რომ
სომხეთი-საქართველო
სტრატეგიული ურთიერთობები
გააგრძელებს მდგრად
განვითარებას - 🇦🇲 და 🇬🇪
მოძმე ხალხების
საკეთილდღეოდ — Nikol Pashinyan
(@NikolPashinyan) October 27, 2024