შარშან, ადამიანის
უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ პირდაპირ
გამოაცხადა, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის პერიოდში
საქმე გვქონდა ადამიანის
უფლებების სისტემურ
დარღვევებთან, - განაცხადა
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა სოზარ
სუბარმა.ის საგამოძიებო
კომისიასთან დაკავშირებით
„ნაციონალურ მოძრაობაში“
გაკეთებულ განცხადებას
გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ, ვინც თავს აარიდებს
პროკურატურასთან ან
ნებისმიერ სხვა
უწყებასთან
თანამშრომლობას, ამასაც
სახელმწიფოს მხრიდან
შესაბამისი იურიდიული
პასუხი
გაეცემა.„ნებისმიერი
ადამიანი, რომელიც
დაბარებული იქნება
საგამოძიებო კომისიაზე
მოწმედ, ჩვენების
მისაცემად და უარს იტყვის
თანამშრომლობაზე,
ბუნებრივია, ეს დასჯადი
ქმედებაა“, - განაცხადა
სოზარ სუბარმა.