ვიცით, რომ პირველმა
პარლამენტმა ავტონომიური
ოლქი გააუქმა და
შესაბამისად, ის რაიონები,
რაც იყო - ჯავის, ზნაურისა და
ცხინვალის რაიონები,
გადანაწილდა
სხვადასხვანაირად. ზოგ
შემთხვევაში შეიცვალა
საზღვრები, ზოგი გახდა
გორის ნაწილი, ზოგი -
ხაშურისა და ქარელის, -
განაცხადა 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
2004-2008 წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილი ვითარება და 2008
წლის აგვისტოს ომის
საკითხები განიხილებოდა,
კომისიის მდივანმა,
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა სოზარ
სუბარმა, რომელმაც კითხვა
დაუსვა თამაზ ბესტაევს - 2008
წლის აგვისტოს ომის დროს
„სამხრეთ ოსეთის“
ადმინისტრაციის
ჯანდაცვისა და
სოცუზრუნველყოფის
მინისტრს.სოზარ სუბარის
თქმით, რჩება შთაბეჭდილება,
რომ სააკაშვილმა მოხაზა ის
საზღვარი, სადაც უნდა
დამდგარიყო რუსეთის
საოკუპაციო
ჯარი.„პრაქტიკულად, 2006 წელს
მიხეილ სააკაშვილმა,
მართალია, ყოფილი დაარქვა,
მაგრამ აღადგინა ის
საზღვრები, რაშიც
ავტონომიური ოლქი
ფუნქციონირებდა. სამი
რაიონი გაყოფილი იყო და
მეოთხე - ახალგორი, შედიოდა
მცხეთა-მთიანეთის
ადმინისტრაციაში,
საიდანაც გამოიყვანა და
შეუერთა აღდგენილ ოლქს.
ასეთი შთაბეჭდილება რჩება,
რომ მოხაზა ის საზღვარი,
სადაც უნდა დამდგარიყო
საოკუპაციო ჯარი. იმას კი
არ ვამბობ, რომ ასე რომ არ
გაეკეთებინა და 2008 წლის ომი
რომ მოხდებოდა, იმავე
საზღვრებს არ მოხაზავდნენ,
მაგრამ, რეალურად, მან
მისცა ამ ყველაფერს
ლეგიტიმაცია. თითქოს
დამატებითი საბუთი
მიაწოდა მათ ხელში. ასე
მეჩვენება და თქვენი
ადმინისტრაციის
თვალთახედვით, როგორ ჩანდა
სააკაშვილის ეს ნაბიჯი?“, -
იკითხა სოზარ სუბარმა.