სოზარ სუბარი: 3-5 წლის წინ ეს რეზოლუციები თავზარს სცემდა ქვეყანას. „ხალხის ძალის“ და მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის დამსახურება არის ის, რომ ეს შიში გაქრა და მარკეტა გრეგოროვა რას იტყვის, არაფერს ნიშნავს

Primetime.ge 5 თვის წინ 27
სოზარ სუბარი: 3-5 წლის წინ ეს რეზოლუციები თავზარს სცემდა ქვეყანას. „ხალხის ძალის“ და მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის დამსახურება არის ის, რომ ეს შიში გაქრა და მარკეტა გრეგოროვა რას იტყვის, არაფერს ნიშნავს
3-5 წლის წინ ეს რეზოლუციები თავზარს სცემდა ქვეყანას. „ხალხის ძალის“ და მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის დამსახურება არის ის, რომ ეს შიში გაქრა და ვნახეთ, რომ მარკეტა გრეგოროვა რას იტყვის, არაფერს ნიშნავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია მისცა ხალხმა და ძალიან მალე ქვეყანას ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაციას მისცემს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, საკრებულოები და აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი საბჭოები.„ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ, სადაც ეწერა, რომ სააკაშვილი კვდება, მას აქვს განუკურნებელი დაავადებები, თუმცა, ვხედავთ, რომ მას არაფერი სჭირს, ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა ამ რეზოლუციებს და ყველა იმ ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომელიც სააკაშვილის დაავადებებზე ლაპარაკობდა და თქვა, რომ ამ ადამიანს არაფერი სჭირს და თუ სჭირს ზუსტად ისე ადეკვატურად მკურნალობენ, როგორც შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში უმკურნალონ. მის გადაყვანას რაც შეეხება, ის უნდა იყოს გადაყვანილი მე-12 დაწესებულებაში, სადაც მისი ადგილია, იმიტომ, რომ მას არაფერი სჭირს ქვეყანაზე, გარდა იმისა, რომ მისი ყველა გამოსვლა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა“, - აღნიშნა სუბარმა.მან ასევე ისაუბრა ქართველი ხალხის მხრიდან რეზოლუციების მიმართ დამოკიდებულებაზეც.„ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ქართველი ხალხი ეტყვის ოპოზიციას, რომ არ გენდობითო, გარბიან ევროპაში და ეუბნებიან პატრონებს გვიშველეთ, რამე ერთი რეზოლუცია მოგვაშველეთო. აღარ ჭრის ეს რეზოლუციები ქართველ ხალხზე, მაშინ, როცა 3-5 წლის წინ ეს რეზოლუციები თავზარს სცემდა ქვეყანას. „ხალხის ძალის“ და მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის დამსახურება ის არის, რომ ეს შიში გაქრა და ვნახეთ, რომ მარკეტა გრეგოროვა რას იტყვის, არაფერს ნიშნავს. ვნახეთ, რომ რა დემარშით მივლენ ევროპელი ელჩები იუსტიციის სამინისტროსთან ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ეს ცრუ დემარშია. თუ მართალ რამეს ითხოვენ ამ შემთხვევაში მზად ვართ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან. ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი,რომელიც ზუსტად ამ ღირებულებების მატარებელია, დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის ინტერესებს და ჩვენს თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობა", - აღნიშნა სუბარმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია