აშშ-ის საპრეზიდენტო
არჩევნებზე წინასწარი
ხმის მიცემის პირველ დღეს
ჯორჯიის შტატში რეკორდული
რაოდენობის ამომრჩეველი
დაფიქსირდა.ამის შესახებ
„სიენენი“
იუწყება.ტელეკომპანიის
ცნობით, საკუთარი არჩევანი
ჯორჯიის შტატში 328 ათასზე
მეტმა ადამიანმა უკვე
გააკეთა. წინა რეკორდი 2020
წლის არჩევნებზე
დაფიქსირდა, როდესაც
პირველ დღეს შტატში 136
ათასმა ადამიანმა მისცა
ხმა.ჯორჯია ერთ-ერთი
შტატია, რომელსაც ყველაზე
მეტი ყურადღება ექცევა
წლევანდელ საპრეზიდენტო
არჩევნებზე. წინა
არჩევნებზე შტატში
დაფიქსირებული შედეგი
გადამწყვეტი აღმოჩნდა.2024
წლის არჩევნების წინა
პერიოდში ჯორჯიის შტატის
საარჩევნო საბჭოს
რესპუბლიკელმა წევრებმა
დაამტკიცეს გარკვეული
ცვლილებები კენჭისყრის
ორგანიზების პროცედურაში,
რაც დემოკრატებმა
გაასაჩივრეს. ბევრ
სარჩელზე გადაწყვეტილება
ჯერ კიდევ არ არის
მიღებული.მაგალითისთვის,
რესპუბლიკელთა
გადაწყვეტილებით
გამკაცრდა დაუსწრებელი
კენჭისყრის წესები. კერძოდ,
ასეთი ამომრჩევლების
ბიულეტენებისთვის
განკუთვნილი სპეციალური
ყუთები ნაკლები
რაოდენობით იქნება
ხელმისაწვდომი და
განთავსდება საარჩევნო
უბნების ტერიტორიაზე.
ისინი ხელმისაწვდომი
იქნება მხოლოდ სამუშაო
საათებში და არა მთელი
დღე-ღამის განმავლობაში,
როგორც ეს 2020 წელს იყო.2024
წლის საპრეზიდენტო
არჩევნები აშშ-ში ძლიერი
ქარიშხლის შედეგების
ლიკვიდაციის ფონზე
ჩატარდება, რომელმაც დიდი
ზიანი მიაყენა ქვეყნის
სამხრეთ-აღმოსავლეთის
რამდენიმე შტატს, მათ შორის
ჯორჯიას.არჩევნების
ორგანიზებაზე
პასუხისმგებელი მოხელეები
აცხადებენ, რომ ფოსტით
გაგზავნილი ამომრჩეველთა
ბიულეტენები ცუდი ამინდის
გამო არ
დაზიანებულა.ცნობისთვის,
აშშ-ში საპრეზიდენტო
არჩევნების ხმის მიცემის
ძირითადი დღე 5 ნოემბერია.
პრეზიდენტობისთვის
იბრძვიან დემოკრატების
კანდიდატი, მოქმედი
ვიცე-პრეზიდენტი კამალა
ჰარისი და
რესპუბლიკელების
კანდიდატი, ყოფილი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.