ყველაფერს პრორუსულს რატომ ვეძახით? გავიხსენოთ პრეზიდენტ მაკრონის, ევროპარლამენტისა და აშშ-ის დაზვერვის განცხადებები, სადაც წინა არჩევნებში რუსული ინტერვენციის ფაქტებზე საუბრობენ - ლევან სანიკიძე

Primetime.ge 10 საათი წინ 2
ყველაფერს პრორუსულს რატომ ვეძახით? გავიხსენოთ პრეზიდენტ მაკრონის, ევროპარლამენტისა და აშშ-ის დაზვერვის განცხადებები, სადაც წინა არჩევნებში რუსული ინტერვენციის ფაქტებზე საუბრობენ - ლევან სანიკიძე
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზაზა ნოზაძის კლიპს და წერს, რომ "ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.ოპოზიციაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროპარლამენტის და აშშ-ის დაზვერვის განცხადებებს იხსენებენ, სადაც წინა არჩევნებში რუსული ინტერვენციის ფაქტებზე საუბრობდნენ."ყველაფერს პრორუსულს რატომ ვეძახით? გავიხსენოთ პრეზიდენტ მაკრონის, ევროპარლამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის განცხადებები, სადაც წინა არჩევნებში რუსული ინტერვენციის ფაქტებზე საუბრობენ. მარტო მე არ ვამბობ ამას. განსხვავებულ აზრს, თურმე, პრორუსულს რომ დაუძახებ, როგორ ბულინგის ქვეშ არიან!.. შეფასების უფლება არავის წაურთმევია ჩემთვის“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია