გიორგი ჩაკვეტაძე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Primetime.ge 10 საათი წინ 10
გიორგი ჩაკვეტაძე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორ ელჩინ ბაბაევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.„შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოში დაგეგმილ საუნივერსიტეტო რეფორმაზე, ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და ამ კუთხით არსებულ დამატებით შესაძლებლობებზე ისაუბრა.რექტორმა ელჩინ ბაბაევმა გიორგი ჩაკვეტაძეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და კავშირების გაძლიერებისთვის მზაობა დაუდასტურა. შეხვედრაზე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დიპლომების ურთიერთაღიარებისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმების გაფორმების საკითხებზე გამახვილდა.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის პარალელურად, საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაა აუცილებელი როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და კვლევით სფეროებში. ამ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების ვადები დაისახა.ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის უძველესი და უმსხვილესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 16 ფაკულტეტს, 26 ათასამდე სტუდენტსა და აკადემიური სფეროს 3 ათასამდე წარმომადგენელს აერთიანებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია