ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს
ხელფასების ზრდის
საშუალებასაც. საჯარო
სამსახურს რაც შეეხება,
ბოლო წლების განმავლობაში
უზრუნველყოფილი იყო,
ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა
და მომავალ წელსაც
გაგრძელდება ხელფასების
ზრდა 10 %-იანი მაჩვენებლით, -
ამის შესახებ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მისივე თქმით,
საბავშვო ბაღების,
სახელოვნებო და სპორტული
სკოლების პერსონალს,
სტანდარტული ზრდის მიღმა,
1-ლი იანვრიდან ხელფასი 100
ლარით
გაეზრდება.„საბავშვო
ბაღების პერსონალთან,
სტანდარტული ზრდის მიღმა,
დაგეგმილი გვაქვს 1-ლი
იანვრიდან სუფთა 100 ლარით
ხელფასების ზრდა თითოეული
თანამშრომლისთვის და
იგივე ეხება სახელოვნებო
და სპორტული სკოლების
პერსონალს, აქაც
სტანდარტული ზრდის მიღმა 100
ლარით გაიზრდება 1-ლი
იანვრიდან მათი
ხელფასები,“- განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.