ქვეყანაში შეიქმნა
ინოვაციური სტარტაპების
დაფინანსების პროგრამა,
რომლის ფარგლებშიც, 2018
წლიდან დღემდე 100 და 150 ათას
ლარიანი გრანტებით
დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი,
ჯამში 44 მილიონი ლარის
ოდენობით. დღეისთვის
აღნიშნულმა სტარტაპებმა
უკვე დააგენერირეს 500
მილიონ ლარზე მეტი კერძო
ფინანსური სარგებელი და
შექმნეს 4 000-მდე ახალი
მაღალტექნოლოგიური
სამუშაო ადგილი“ -
განაცხადა ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
მინისტრობის კანდიდატმა
საქართველოს პარლამენტში
საფინანსო-საბიუჯეტო,
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის,
აგრარულ საკითხთა, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების და რეგიონული
პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტების ერთობლივ
სხდომაზე მოხსენების
დროს.როგორც ლევან
დავითაშვილმა აღნიშნა,
სახელმწიფოს პოლიტიკამ,
რომელიც საერთაშორისო IT
კომპანიებისთვის
საგადასახადო შეღავათებს
მოიცავდა, ბოლო წლებში
მნიშვნელოვნად გაზარდა
კომპიუტერული და
საინფორმაციო
მომსახურების ექსპორტი - 2023
წელს აღნიშნული
მაჩვენებელი 784,4 მილიონ აშშ
დოლარს გაუთანაბრდა, 2016
წელთან შედარებით კი 29-ჯერ
არის გაზრდილი.„მომავალ
წლებში გაგრძელდება
მუშაობა საერთაშორისო
ტექნოლოგიური კომპანიების
მოზიდვის მიმართულებით,
რომლის ფარგლებშიც, დღეის
მდგომარეობით, ქვეყანაში
120-ზე მეტი საერთაშორისო IT
კომპანია ფუნქციონირებს
და 10 000-ზე მეტ ადამიანს
ასაქმებს. საკანონმდებლო
დონეზე განისაზღვრება
ინოვაციური სტარტაპის,
ინოვაციური მცირე და
საშუალო საწარმოს (SME) და R&D
კომპანიის სტატუსები და
ამოქმედდება
მნიშვნელოვანი საშეღავათო
საგადასახადო პირობები
სამივე კატეგორიის
კომპანიებისთვის. 2025 წლიდან
ამუშავდება სრულიად ახალი,
სრულმასშტაბიანი
აქსელერაციის პროგრამა,
რომელიც უზრუნველყოფს
წლიურად 160 სტარტაპის
მომზადებას და
დაფინანსებას“ - განაცხადა
ლევან
დავითაშვილმა.მისივე
ინფორმაციით, ქვეყანაში
შეიქმნება ხელოვნური
ინტელექტის, ფაგებისა და
აგროტექნოლოგიების
საერთაშორისო
კომპეტენციის ცენტრები. 2025
წელს ქუთაისში გაიხსნება
საქართველოში პირველი
ტექნოლოგიური ჰაბი, ასევე
გაგრძელდება სასწავლო
კურსების შეთავაზება
მოწინავე IT პროფესიებში.