2024 წელს საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში
აგრძელებდა ეფექტიან და
მჭიდრო თანამშრომლობას
სტრატეგიულ
პარტნიორებთან, მეგობარ
სახელმწიფოებსა და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან.
სამსახურის ძირითად
პარტნიორებს აშშ-ს, დიდი
ბრიტანეთისა და
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების შესაბამისი
სამსახურები
განეკუთვნებიან. სათანადო
აღნიშვნას იმსახურებს
უსაფრთხოების სფეროში
თანამშრომლობა ჩვენი
მეზობელი სტრატეგიული
პარტნიორების −
აზერბაიჯანის, სომხეთისა
და თურქეთის - სათანადო
სამსახურებთან.სისტემატურ
რეჟიმში მიმდინარეობდა
პარტნიორებთან ოპერატიული
და ანალიტიკური
მიმართულებით
თანამშრომლობა, მათ შორის,
რეგიონალური უსაფრთხოების
რისკების შეფასების,
კონტრსადაზვერვო,
ტერორიზმთან ბრძოლისა და
კიბერუსაფრთხოების
სფეროებში.განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა
საერთაშორისო
სამართლებრივი ბაზის
განვითარებას პარტნიორ
სახელმწიფოებთან ერთად. 2024
წელს სამსახურმა
განახორციელა სათანადო
პროცედურები საიდუმლო
ინფორმაციის გაცვლისა და
ორმხრივად დაცვის შესახებ
შეთანხმების 7 პროექტსა და
უწყებათაშორისი
თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმების 3 პროექტზე.