შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო
მინისტრმა თეა
ახვლედიანმა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
ლევან მგალობლიშვილთან და
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მინისტრთა
კაბინეტის წევრებთან
სამუშაო შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას შერიგებისა
და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
ავრცელებს.სახელმწიფო
მინისტრმა მიმოიხილა
შერიგებისა და ჩართულობის
პოლიტიკის, ასევე,
სამშვიდობო ინიციატივის
„ნაბიჯი უკეთესი
მომავლისკენ“
პრიორიტეტები,
განხორციელების პროცესში
მიღწეული პროგრესი და
სამომავლო ხედვები, რაც
აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონებში კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული
მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებასა და
გამყოფი ხაზებით
დაშორებული საზოგადოების
წევრებს შორის ნდობის
აღდგენას და საერთო
ინტერესებზე დაფუძნებული
თანამშრომლობის
გაღრმავებას ისახავს
მიზნად.