სახელმწიფო მინისტრის
აპარატის ორგანიზებით,
საზეიმოდ აღინიშნება
საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე
ახალქალაქსა და მარნეულში,
სადაც დილიდან მოსახლეობა
ქალაქის ცენტრალურ
მოედნებზეა
შეკრებილი.სახელმწიფო
მინისტრის აპარატის
ინფორმაციით, ადგილზე
წარმოდგენილია სხვადასხვა
გასართობი და შემეცნებითი
სივრცეები მრავალფეროვანი
და საინტერესო
კომპონენტებით, მათ შორის
ხელნაკეთი ნივთებისა და
შემეცნებითი გამოფენებით,
ადგილობრივების
კონცერტითა და თეატრალური
წარმოდგენებით, სპორტული
აქტივობებით, როგორც
ბავშვებისთვის, ისე
უფროსებისთვის.მოწყობილია
თემატური ინსტალაციები,
ფოტოზონები, პავილიონები
და მოსასვენებელი
სივრცეები. ასევე,
მოქალაქეებს შესაძლებლობა
აქვთ ადგილზე
დაათვალიერონ თავდაცვის
ძალების სამხედრო
ტექნიკის, შეიარაღებისა და
აღჭურვილობის გამოფენა.
შეკრებილ მოსახლეობას
საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე
შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა
მიულოცა.ადგილობრივი
შემსრულებლები,
ფოლკლორული და
ქორეოგრაფიული ანსამბლები
კი ამ წუთებში კონცერტს
მართავენ. ღონისძიება
კულმინაციას 17:10 საათზე
მიაღწევს, როდესაც მთელი
ქვეყნის მასშტაბით და მათ
შორის ახალქალაქსა და
მარნეულშიც, საქართველოს
ჰიმნი საზეიმოდ
შესრულდება.