ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული 2025“ დროს. ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ 1 აგვისტოს დაუდასტურა.
ამავე ინფორმაციით, ნორიოს საწვრთნელ არეალში მიმდინარე წვრთნების დროს, სამხედრო მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ. სამინისტროს თქმით, მათი მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“ და ისინი პროფილაქტიკურ გამოკვლევებს იტარებენ.