სინოპტიკოსების
პროგნოზით, 18 მარტიდან
საქართველოში ამინდი
იცვლება. დასავლეთ
საქართველოში უფრო ადრე
დაიწყებს ტემპერატურა
კლებას, 19-20 მარტიდან კი
აღმოსავლეთ საქართველოსა
და დედაქალაქში
მოსალოდნელია ღრუბლიანი
ამინდი, წვიმა, ქარის
გაძლიერება.დედაქალაქში 19
მარტიდან იწვიმებს. კვირის
განმავლობაში მაღალმთიან
რაიონებში თოვლიც არის
მოსალოდნელი.როგორი
ამინდი იქნება
საქართველოში თვის
განმავლობაში, - ამის
შესახებ სინოპტიკოსი,
ხათუნა ქოქოსაძე
"პრაიმტაიმთან"
საუბრობს."ზოგადად, მარტის
თვის მთლიანი პროგნოზი,
ნორმასთან შედარებით 2
გრადუსით მაღალია და
ნალექები, ნორმაზე
ნაკლებია. მარტი, ასეა თუ
ისე მაინც ცვალებადია.17-18
მარტს, დასავლეთ
საქართველოში, ველოდებით
ნოტიო მასების შემოსვლას
და ნალექიან ამინდს,
შესაძლებელია იწვიმოს.
მარტს როგორც ახასიათებს,
ცვალებადი ამინდები
იქნება რამდენიმე დღე.თვის
ბოლოსკენ, ტემპერატურა +27
გრადუსს მიაღწევს.
დედაქალაქში, უნალექო და
მზიანი ამინდებია
მოსალოდნელი. მარტის ბოლოს
გაზაფხული ძალაში შედის,
ამიტომ თვის ბოლოსკენ,
კიდევ უფრო საგრძნობი
იქნება გაზაფხულის
შემოსვლა",- ამბობს ხათუნა
ქოქოსაძე.