"იმაზე საუბარი, რომ
შეიძლება შეჩერდეს
საქართველოსთვის 100
მილიონი ევროს
დაფინანსების გადმოცემა
და ეს თანხები მიემართოს
ისევ იმ ოდიოზურ და
აგენტურულ NGO სექტორს, კიდევ
ერთხელ გვარწმუნებს იმ
რეალობაში, რომ დიდწილად,
ამ წლების განმავლობაში, ის
წამოსული დაფინანსება,
რომელიც წესით
საქართველოს განვითარებას
უნდა მოხმარებოდა,
ხმარდებოდა მათი
წარმომადგენლების, ანუ
ქვეყნის შიდა მტრებისა და
აგენტების გაძლიერებას," -
ამის შესახებ პარლამენტის
ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა,
ნინო წილოსანმა განაცხადა,
რითაც საგარეო პოლიტიკისა
და უსაფრთხოების
საკითხებში ევროკავშირის
უმაღლესი წარმომადგენლის,
ჟოზეფ ბორელის
განცხადებებს
გამოეხმაურა."ამიტომ, ახლა
ეს გადაწყვეტილება ასეთი
სიცხადით იქნება მიღებული,
კიდევ ერთხელ
დაადასტურებს
გამჭვირვალეობის კანონის
აუცილებლობას და ამ
კანონის მუშაობის
მნიშვნელობას, რითაც კიდევ
ერთხელ უნდა
გავაკონტროლოთ თუნდაც ის
თანხები, რომელიც ყველაზე
დიადი მიზნობრიობით
მოემართება," - განაცხადა
ნინო
წილოსანმა.ცნობისთვის,
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა საბჭო
საქართველოში არსებულ
ვითარებაზე მსჯელობს.
როგორც შეხვედრის
დაწყებამდე საგარეო
პოლიტიკისა და
უსაფრთხოების საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენელმა
განაცხადა, დღეს ის გამოვა
წინადადებით,
საქართველოსთვის 100
მილიონი ევროზე მეტის
გამოყოფა გაიყინოს. ჟოზეფ
ბორელის თქმით, ეს ფული,
საქართველოს მთავრობის
ნაცვლად, ქვეყანაში
მომუშავე "სამოქალაქო
საზოგადოებას" უნდა
გადაეცეს. აქვე, უმაღლესმა
წარმომადგენელმა თქვა, რომ
გაწევრიანების პროცესი
შეწყდება მანამ, სანამ
საქართველო არ
დაუბრუნდება
ევროინტეგრაციის კურსს.