„საქართველოს საპენსიო
ფონდის 2024 წლის ფინანსური
შედეგები შთამბეჭდავია და
თუ მას შევადარებთ ფართო
რეგიონის და ზოგადად
მსოფლიო მასშტაბით
საპენსიო ფონდების
ამონაგების და სხვა
პარამეტრების
ეფექტურობას, თამამად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
საქართველოს საპენსიო
ფონდი ერთ-ერთი მოწინავეა
სხვა ანალოგიურ
სტრუქტურებს შორის,“ - ასე
შეაფასა ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე
ირაკლი ნადარეიშვილმა
საქართველოს საპენსიო
ფონდის 2024 წლის
საინვესტიციო ანგარიში.
მინისტრის მოადგილემ
მონაწილეობა მიიღო
პანელურ დისკუსიაში
„საპენსიო რეფორმის როლი
კაპიტალის ბაზრის
განვითარებაში“, რომელიც
საქართველოს საპენსიო
ფონდის 2024 წლის
საინვესტიციო ანგარიშის
ფარგლებში გაიმართა. მასში
ასევე მონაწილეობა მიიღეს
საპენსიო ფონდის
მმართველობითი საბჭოს
წევრებმა, რომლებიც
საქმიანობას 2025 წლის
მაისიდან
შეუდგებიან.როგორც
მინისტრის მოადგილემ
განაცხადა, საქართველოში
მიმდინარე კაპიტალის
ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
სტრუქტურული რეფორმაა,
რომელსაც საქართველოს
მთავრობა ეროვნულ ბანკთან
ერთად ახორციელებს. ირაკლი
ნადარეიშვილის თქმით,
საპენსიო რეფორმა ამ
მასშტაბური რეფორმის
ნაწილია, რომელიც 2019 წლიდან
წარმატებით ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით
საპენსიო სქემაში
საქართველოს თითქმის 1,5 მლნ
მოქალაქეა
გაწევრიანებული, საპენსიო
ფონდში მობილიზებული
ფინანსური რესურსის
ოდენობა კი 6 მლრდ ლარს
აღემატება."2025 წელი
მნიშვნელოვანი იქნება
საპენსიო ფონდის
მმართველობითი რეფორმის
თვალსაზრისით -
გადავდივართ ორი
დამოუკიდებელი
მმართველობითი რგოლიდან
ერთ პროფესიულზე, რომელიც
დარგის პროფესიონალებით
არის დაკომპლექტებული.
ყოველივე კიდევ უფრო
გააუმჯობესებს როგორც
ფონდის მართვას, ისე
საინვესტიციო საქმიანობას
რაც, საერთო ჯამში, კიდევ
უფრო მეტ სიკეთეს და
ფინანსურ შემოსავალს
მოუტანს საპენსიო სქემის
მონაწილე თითოეულ
მოქალაქეს,“ - აღნიშნა
მინისტრის
მოადგილემ.ირაკლი
ნადარეიშვილმა
განსაკუთრებული ყურადღება
გაამახვილა კაპიტალის
ბაზრის მასტიმულირებელ
ინსტრუმენტებზე, კერძოდ,
სააგენტოს „აწარმოე
საქართველოში“ კერძო
სავალო ფასიანი
ქაღალდების გამოშვების
მხარდამჭერ სახელმწიფო
პროგრამაზე, რომელიც
მიზნად ისახავს მცირე და
საშუალო ბიზნესისთვის
ფინანსებზე წვდომის
გაუმჯობესებას. მისი თქმით,
აღნიშნული პროგრამა, 2024
წლის აპრილიდან ამოქმედდა
და მისი დიზაინი სრულად
პასუხობს დღესდღეობით
კერძო სექტორის
საჭიროებებს. „დღევანდელი
მდგომარეობით, პროგრამის
ფარგლებში მხარდაჭერილია
245 მილიონ ლარამდე ფასიანი
ქაღალდების განთავსება.
რაც შეეხება გეგმებს, უკვე
დღეს, ამავე პროგრამის
ფარგლებში 400 მილიონ
ლარამდე ოდენობის
პროექტებზე მიმდინარეობს
მუშაობა,“ - აღნიშნა
მინისტრის მოადგილემ.