მიმდინარე წლის 6 მაისს
ესპანეთში საქართველოს
ელჩმა ალექსანდრე
ჭკუასელმა შეხვედრა
გამართა ესპანეთის
კონგრესის ეროვნული
უსაფრთხოების შერეული
კომიტეტის პრეზიდენტთან
ედურნე ურიარტე
ბენგოეჩეასთან.
ინფორმაციას ესპანეთში
საქართველოს საელჩო
ავრცელებს.საელჩოს ცნობით,
შეხვედრის ფარგლებში
მხარეებმა განიხილეს
პარლამენტთაშორისი
თანამშრომლობის
განვითარების სამომავლო
პერსპექტივები, ორმხრივი
ვიზიტების გაცვლის
მნიშვნელობა და
საპარლამენტო
განზომილების როლი ორ
ქვეყანას შორის
პოლიტიკური დიალოგის
განმტკიცების
საქმეში.„დეპუტატმა
ედურნე ურიარტემ
საკანონმდებლო დონეზე
საქართველოსთან
თანამშრომლობის
გაღრმავების კუთხით
მუშაობის მზაობა გამოთქვა
და კონკრეტულ
ინიციატივებზე ისაუბრა,
რაც სამომავლოდ ორმხრივი
ურთიერთობების დღის
წესრიგს მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს“, –
ნათქვამია ესპანეთში
საქართველოს საელჩოს
ინფორმაციაში.