საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მართვაში
არსებულ რამდენიმე
ენერგეტიკულ კომპანიაში
ახალი ხელმძღვანელები
დაინიშნენ. ინფორმაციას
ეკონომიკის სამინისტრო
ავრცელებს.უწყების ცნობით,
საკადრო ცვლილებები
განხორციელდა
„საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემაში“,
„საქრუსენერგოსა“ და
„საქართველოს ენერგეტიკის
განვითარების
ფონდში“.„საქართველოს
სახელმწიფო
ელექტროსისტემის“
გენერალური დირექტორის
თანამდებობა ვანო
ზარდიაშვილმა დაიკავა,
რომელსაც ენერგეტიკის
სფეროში, მათ შორის
მმართველ პოზიციებზე
მუშაობის მრავალწლიანი
გამოცდილება აქვს. ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში
იგი იკავებდა სსე-ის
დირექტორთა საბჭოს
წევრისა და იურიდიულ,
გარემოს დაცვის, სოციალურ
და ნებართვების
საკითხებში დირექტორის
თანამდებობას, მანამდე იყო
შპს „ენერგოტრანსის“
დირექტორის პირველი
მოადგილე. ვანო
ზარდიაშვილს აქვს
მმართველობითი,
კანონშემოქმედებითი და
იურიდიული მიმართულებით
საქმიანობის დიდი
გამოცდილება. სახელმწიფო
აუდიტის სამსახურში
იკავებდა გენერალური
აუდიტორის პირველი
მოადგილის თანამდებობას.
იყო მე-9 მოწვევის
პარლამენტის წევრი, ასევე
სახელმწიფო საკონსტიტუციო
კომისიის წევრი, წლების
განმავლობაში სხვადასხვა
უწყებაში მუშაობდა
ხელმძღვანელ
პოზიციებზე.სამეთვალყურეო
საბჭოს გადაწყვეტილებით,
მამუკა მენაღარიშვილი
დაინიშნა სს გეს
„საქრუსენერგოს“
გენერალურ დირექტორად,
რომელსაც ასევე მუშაობის
დიდი გამოცდილება აქვს
ენერგეტიკის სფეროში
რეფორმების, მსხვილი
პროექტების მართვისა და
კოორდინაციის
მიმართულებით.
მენაღარიშვილი
კომპანიაში 2009 წლიდან
გენერალური დირექტორის
მოადგილის თანამდებობაზე
მუშაობდა.რაც შეეხება სს
„საქართველოს ენერგეტიკის
განვითარების ფონდს“, მას
ვლადიმერ ძნელაძე
უხელმძღვანელებს,
რომელსაც საქართველოს
ელექტროენერგეტიკულ
სექტორში მრავალწლიანი
სამუშაო გამოცდილება და
მართვის პრაქტიკა გააჩნია.
ფონდში დანიშვნამდე
ვლადიმერ ძნელაძე არაერთ
საპასუხისმგებლო
თანამდებობაზე მუშაობდა,
მათ შორის თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიაში“, – აღნიშნულია
ეკონომიკის სამინისტროს
მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.