საქართველოს პრეზიდენტმა
ხელი მოაწერა 28 კანონს. სხვა
ცვლილებებთან ერთად
„საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული
კანონის მიხედვით,
საქართველოს ყოფილ
მოქალაქეებს, რომლებმაც
სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების
გამო საქართველოს
მოქალაქეობა დაკარგეს,
ასევე მოქალაქეებს,
რომელთა მიმართაც 2018 წლის 15
აგვისტომდე არ იყო
მიღებული გადაწყვეტილება
საქართველოს მოქალაქეობის
სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების
გამო დაკარგვის თაობაზე,
შესაძლებლობა ექნებათ 2027
წლის 1 იანვრამდე
ისარგებლონ საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის ან
შენარჩუნების
უფლებით.ამასთანავე, ხელი
მოეწერა ცვლილებებს,
რომლის მიხედვითაც
დარეგულირდა პიროტექნიკის
იმპორტთან და
რეალიზაციასთან
დაკავშირებული საკითხები,
ამავდროულად
საკანონმდებლო ცვლილებები
ითვალისწინებს ახალ
რეგულაციებს შეკრებებისა
და მანიფესტაციების დროს
პირთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვასთან
და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებით.„საგადასახადო
კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის
მიხედვით, შეიცვალა
სათამაშო აპარატების
სალონის მომწყობის ან/და
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული
თამაშობების
ორგანიზატორის მიერ
მიღებული მოგების
საშემოსავლო/მოგების
გადასახადის და გაცემულ
დივიდენდზე დადგენილი
გადასახადის განაკვეთი,
ასევე შეიცვალა თამბაქოს
ნაწარმთან დაკავშირებული
აქციზის გადასახადის
განაკვეთები, რაც ხელს
შეუწყობს 2025 წლის ბიუჯეტში
შემოსულობების ზრდას.
საერთო ჯამში ამ
საკანონმდებლო
ცვლილებებით სახელმწიფო
ბიუჯეტი მოსალოდნელია
გაიზარდოს დაახლოებით 200
მილიონი ლარით, რითაც, მათ
შორის დაფინანსდება ისეთი
პროექტები, რომლებიც
სახელმწიფო ბიუჯეტით არის
გათვალისწინებული, იქნება
ეს ჯანდაცვის და სოციალური
პროგრამები,
ინფრასტრუქტურული
პროექტები თუ სხვა.ასევე
ხელი მოეწერა საქართველოს
კანონს „სახელმწიფო
დაცვის სპეციალური
სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“, რომლის თანახმად
საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს
თანამდებობაზე განწესების
დღიდან ენიშნება
პერსონალური დაცვა და
უნარჩუნდება
უფლებამოსილების
შეწყვეტიდან 1 წლის
განმავლობაში, გარდა იმ
შემთხვევისა თუ
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ დაადასტურა
ამ თანამდებობის პირის
მიერ საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევა ან
მის ქმედებაში დანაშაულის
ნიშნების არსებობა ანდა თუ
აღნიშნულ თანამდებობის
პირს უფლებამოსილება
შეუწყდა მის მიერ
დანაშაულის ჩადენის
შედეგად.