საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაური ბელგიის
სამეფოში, ბრიუსელში
იმყოფებოდა.
გენერალ-მაიორმა გიორგი
მათიაშვილი დელეგაციის
წევრებთან ერთად ნატო-ს
წევრი და პარტნიორი
ქვეყნების თავდაცვის
ძალების მეთაურთა
სამხედრო კომიტეტის
სხდომაში მონაწილეობდა,
რომელსაც სამხედრო
კომიტეტის თავმჯდომარე,
ადმირალი რობ ბაუერი
ხელმძღვანელობდა.ბრიუსელში
ვიზიტის ფარგლებში
გენერალ-მაიორმა გიორგი
მათიაშვილმა მოქმედ
თავმჯდომარეს, ადმირალ რობ
ბაუერს საქართველოსა და
ნატო-ს შორის სამხედრო
თანამშრომლობის
განვითარების პროცესში
შეტანილი წვლილისთვის
მადლობა გადაუხადა და
მედალი „დიდგორის ჯვარი“
გადასცა.საქართველოს
თავდაცვის ძალების
მეთაურმა ორმხრივი
შეხვედრა გამართა ნატო-ს
სამხედრო კომიტეტის ახლად
არჩეულ თავმჯდომარესთან,
ადმირალ კავო დრაგონესთან.
გენერალ-მაიორმა, გიორგი
მათიაშვილმა მას ახალ
თანამდებობაზე დანიშვნა
მიულოცა და
საქართველო-ნატო-ს შორის
სამხედრო სფეროში
სამომავლო თანამშრომლობის
საკითხები განიხილა.ნატო-ს
შტაბბინაში საქართველოს
თავდაცვის ძალების
მეთაურმა ასევე, გამართა
ორმხრივი შეხვედრები
უცხოელ კოლეგებთან, სადაც
თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის არსებული
საკითხები და სამომავლო
გეგმები
განიხილა.ინფორმაციას
საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო ავრცელებს.