საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაური
გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
გენერალ-ლეიტენანტი
გიორგი მათიაშვილი ქალაქ
ვიზბადენში გამართულ
აშშ-ის არმიის 250-ე
იუბილესადმი მიძღვნილ
ღონისძიებას დაესწრო, -
ინფორმაციას თავდაცვის
სამინისტრო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
ქართველი გენერალი
იუბილეზე ევროპასა და
აფრიკაში აშშ-ის არმიის
მეთაურმა, გენერალ
კრისტოფერ დონაჰიუსმა
პირადად
მიიწვია.„ღონისძიებაზე
საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაურმა
ამერიკელ გენერალს აშშ-ის
არმიის იუბილე მიულოცა და
თავდაცვის სფეროში
საქართველოსა და აშშ-ს
შორის თანამშრომლობის
მიმართულებები განიხილა.
აღინიშნა საქართველოს
თავდაცვის ძალების
განვითარებასა და
ტრანსფორმაციაში აშშ-ის
მნიშვნელოვანი წვლილი.
გენერალ-ლეიტენანტმა
გიორგი მათიაშვილმა
მასპინძელს მადლობა
გადაუხადა იმ პრაქტიკული
მხარდაჭერისთვის,
რომელსაც ამერიკული მხარე
საქართველოს თავდაცვის
ძალებს უწევს“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.