საქართველოს თავდაცვის
ძალების მე-6 საარტილერიო
ბრიგადის დაარსებიდან 16
წელი შესრულდა. საზეიმო
ცერემონიალი ხონში, მე-6
საარტილერიო ბრიგადის
სამწყობრო მოედანზე
გაიმართა.პირად
შემადგენლობას იუბილე
საქართველოს თავდაცვის
ძალების დასავლეთის
სარდალმა, ბრიგადის
გენერალმა კობა გრიგოლიამ
და მე-6 საარტილერიო
ბრიგადის მეთაურმა,
პოლკოვნიკმა დავით
ფოფხაძემ მიულოცეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა
პატივი მიაგეს
საქართველოს
დამოუკიდებლობისა და
ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპული
გმირების ხსოვნას.საზეიმო
ღონისძიებაზე უწყების
წარმომადგენლებმა
სამხედრო მოსამსახურეები
უწყებრივი მედლებით -
"გენერალი კვინიტაძე",
"სამშობლოსთვის
თავდადებული", "გიორგი
ანწუხელიძე", საშტატო
იარაღებით, ფასიანი
საჩუქრებითა და საპატიო
სიგელებით დააჯილდოვეს.მე-6
საარტილერიო ბრიგადის
დაარსების დღესთან
დაკავშირებით, გაიმართა
"ღია კარის დღეც", რომელსაც
სამტრედიისა და ხონის
საჯარო სკოლების
მოსწავლეები
დაესწრნენ.ღონისძიებაზე
სამხედრო მოსამსახურეების
ოჯახის წევრებიც
იმყოფებოდნენ.სტუმრებმა
სიმულაციების კლასი და
გამოფენილი სამხედრო
ტექნიკაც დაათვალიერეს.