VIDEO: ნახეთ, სქემმონაზვნად კურთხევის საეკლესიო საიდუმლო, რომელიც ათწლეულებში ერთხელ სრულდება

Primetime.ge 2 საათი წინ 3
VIDEO: ნახეთ, სქემმონაზვნად კურთხევის საეკლესიო საიდუმლო, რომელიც ათწლეულებში ერთხელ სრულდება
შებინდებამდე, გაზაფხულის სუნით გაჟღენთილ ნოტიო ჰაერში მგალობელთა უხილავი დასი საღამოს სიმღერით ავსებს.ხმა ხმას ერწყმის, ღვთიური სიმფონია ზეციურ ქორწილს გვაუწყებს.ერკეთის დედათა მონასტრის მონაზონი 82 წლის დედა დარია დღეს დიდ სქემაში დაიბადება.ადვილი არ იყო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. საკუთარი ცხოვრება ღმერთს ჯერ კიდევ 12 წლის წინ მიუძღვნა. მიატოვა პროფესია, ოჯახი, დაუმორჩილებელი გახდა მორჩილი და საკუთარი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა.მონაზვნობას თავისი წესი აქვს, ეს წესი არასდროს დაურღვევია, მას ოქროს ფასი აქვს.მონასტრიდან ტაძრამდე მოკლე გზაა, მონაზვნის გზა კი გრძელი - საკუთარი თავის, ღმერთის ძიებამდე, ძიებიდან აღიარებამდე.ამ მსახურებაში სიჩუმეა ხმა, ლოცვა სუნთქვა, მორჩილება კი თავისუფლება - ამ ფილოსოფიით მოაღწია აქამდე.ზეცას მიწამდე დამორჩილებულის თავზე, მარადისობასთან შესაერთებელი ლოცვა იკითხება.ჯერ განეშორება, მერე მაკრატლით მოჭრილი ვერცხლისფერი თმა ზეცას შეეწირება, ახალ სამოსს ჩაიცვამს ძველ ცხოვრებას განუდგება.უხილავ ბრძოლას, ლოცვას მთელი სამყაროსთვის დედა ანა შეუდგება.როგორც ამბობენ მათი სილამაზე რწმენაშია. დღიდან დღე ლოცვაში გადის, ფიზიკურ შრომას დედები მოთმინებამდე და სულიერ მორჩილებამდე მიჰყავს.კულისები სულ საინტერესოა, თუ ფარდას გადაწევ დაინახავ რაღაც ახალს, უფრო ნამდვილს. გარდასახვის მაძიებლებმა, გზააბნეულებმა თავი ზღაპრულ მონასტერში მოიყარეს. ამ ზღაპარს 20 გმირი ჰყავს. დრო ლოცვაში, შრომაში, მოთმინებაში გადის. დღის წესრიგი უწყვეტ ეტაპებად დალაგდა.როგორც დედები ამბობენ, აღდგომას მონასტერი კიდევ უფრო მშვენიერია, საერთო ფუსფუსში ყველა ჩართულია, სუფრას ძველი ტრადიციული მეთოდით დამზადებული პასკებით, წითლად შეღებილი კვერცხით და არტოსით აწყობენ.წელს სულ სხვანაირი აღდგომაა. ახალი ბრძოლით, მეტი პასუხისმგებლობით. ამიერიდან დიდ სქემოსანი ღმერთს დღეში 2000-ჯერ შეავედრებს ჯერ სამშობლოს და შემდეგ კი მთელ მსოფლიოს, იქნება ფარი ორ სამყაროს შორის.სქემმონაზვნად კურთხევის საეკლესიო საიდუმლო, რომელიც ძალიან იშვიათად სრულდება, კურიერი P.S-მა ექსკლუზიურად გადაიღო.
სრულად წაიკითხეთ სტატია