VIDEO: მეორედ დაბადებული ბავშვების პალატები - ონკოპაციენტი პატარები, რომლებიც გამარჯვების გზას საქართველოდან შორს გადიან

Primetime.ge 2 საათი წინ 3
VIDEO: მეორედ დაბადებული ბავშვების პალატები - ონკოპაციენტი პატარები, რომლებიც გამარჯვების გზას საქართველოდან შორს გადიან
მეორედ დაბადებული ბავშვების პალატები - დღეებს და ხშირად ღამეებს პატარა სიცოცხლეების გადასარჩენად საქართველოდან შორს ითვლიან.მარიამს ლეიკემიის დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს. 3 წლის არის. მკურნალობამ შედეგი უკვე გამოიღო და პატარა ახლა გამოჯანმრთელების ეტაპზეა. როცა მშობლებმა შვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ გაიგეს, თურქეთში გადავიდნენ და უკვე 9 თვეა სტამბოლში ცხოვრობენ.პატარა მარიამის მამა ჰყვება, რომ დიაგნოზის გაგების შემდეგ ემოციურად ძალიან გაუჭირდა, მაგრამ თურქეთის აჯიბადემ მასლაკ ჰოსპიტალიის ექიმებმა შვილის ხელახლა ჩახუტების შესაძლებლობა მისცეს.3 წლის ლუკა ონკოპაციენტია, პატარას მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, დაავადების პროგრესირება უკვე შეჩერებულია, მაგრამ დახმარება ოჯახს ახლაც, სჭირდება.ბავშვები ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.ეს ესპანეთის ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრია, სადაც პატარა დავით ყაჯრიშვილი მკურნალობს. მას ექიმებმა მედულოპასტომის დიაგნოზი დაუდგინეს.მკურნალობამ შედეგი გამოიღო, ბავშვი გამოჯანმრთელდა და მალე საქართველოში დაბრუნდება. 
სრულად წაიკითხეთ სტატია