საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

News.ge 1 კვირა წინ 12
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გახსნეს. სხდომის მონაწილეებმა ში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

სრულად წაიკითხეთ სტატია