საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

Primetime.ge 2 კვირის წინ 32
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 27-ე შეხვედრა ნატოს შტაბ ბინაში მიმდინარეობს.შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გახსნეს. სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.
სრულად წაიკითხეთ სტატია