საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მოქალაქეებისათვის - განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს - რევაზ სოხაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მოქალაქეებისათვის - განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს - რევაზ სოხაძე
ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მინდა ყველას გულითადად მივულოცო საქართველო დამოუკიდებლობის დღე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.„მე არასდროს არ დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც პირველად მქონდა 91 წელს, მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა იმ დროისთვის, ძალიან კარგად მახსოვს ის შეგრძნებები და ემოცია რაც მაშინ ყველას ჰქონდა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა იმ ჩვენ მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ამ დამოუკიდებლობის მყარი საფუძვლები შეიქმნას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ის ოცნება, რაც ყველას გვაერთიანებს და მე მინდა რომ ზუსტად ასე გაერთიანებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ ამ დღისკენ და მე მჯერა რომ ეს დღე აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა მინისტრმა.ამასთან, მან ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:„დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის რუსთავში წარმოდგენილი, სადაც შექმნილი იქნება ის ატმოსფერო და ის განწყობა, რომელიც ამ დღეს შეესაბამება. ყველა ასაკის და ყველა გემოვნების ადამიანისთვის იქნება ის პირობები შექმნილი, რომ ყველამ შესაბამისად აღნიშნოს დღევანდელი დღე“.
სრულად წაიკითხეთ სტატია