საქართველოს გენერალური
პროკურორი ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტის
წევრებს შეხვდა, -
ინფორმაციას პროკურატურა
ავრცელებს.მათივე ცნობით,
გიორგი გაბიტაშვილმა
კომიტეტის წევრებს
ინფორმაცია მიაწოდა ბოლო
პერიოდში თბილისში,
რუსთაველის გამზირზე
განვითარებული მოვლენების
დროს აქციის მონაწილეების
მხრიდან განხორციელებული
კანონსაწინააღმდეგო
ქმედებებისა და
საქართველოს პროკურატურის
მიერ გატარებული
ღონისძიებების
შესახებ.„საქართველოს
გენერალური პროკურორი
გიორგი გაბიტაშვილი,
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტის
წევრებს შეხვდა. გენერალურ
პროკურატურაში გამართულ
შეხვედრას, გენერალური
პროკურორის პირველი
მოადგილე გიორგი
ბადაშვილი, სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურში
გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობის
დეპარტამენტის უფროსი
ამირან გულუაშვილი და
საერთაშორისო
ურთიერთობებისა და
სამართლებრივი
უზრუნველყოფის
დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ჩილინგარაშვილი
ესწრებოდნენ.საქართველოს
გენერალურმა პროკურორმა
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტის
წევრებს ინფორმაცია
მიაწოდა ბოლო პერიოდში
თბილისში, რუსთაველის
გამზირზე განვითარებული
მოვლენების დროს აქციის
მონაწილეების მხრიდან
განხორციელებული
კანონსაწინააღმდეგო
ქმედებებისა და
საქართველოს პროკურატურის
მიერ გატარებული
ღონისძიებების
შესახებ.შეხვედრის
დასასრულს მხარეებმა
შემდგომი თანამშრომლობისა
და ინფორმაციის
გაზიარების შესახებ
მზაობა გამოთქვეს“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.