საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია – რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

News.ge 16 საათი წინ 2
საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია – რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, „“ ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.

წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული – ნინი გაფრინდაშვილი, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსი სათავეს 1998 წლიდან იღებსთავდაპირველად მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც 10- შეადგენდათუმცა მას შემდეგ ყოველწლიურად პროექტში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და ბოლო წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 100-120 მონაწილე გვყავსსაჯარო მეტყველების კონკურსშიამ 27 წლის განმავლობაშიჯამშიდაახლოებით 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული მონაწილეობა“, – აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილისაჯარო მეტყველების კონკურსის პროექტის მენეჯერი.

ინიციატივა ახალგაზრდებს ეხმარება, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ორატორული უნარები, კრიტიკული აზროვნება და შეიძინონ მეტი თავდაჯერებულობა.

როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებსმასში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ახალგაზრდებსრომელიც დიდწილად შემდგომი კარიერული წარმატებების საწინდარი ხდებარასაც ნათლად ასახავს კონკურსში მონაწილეების მრავალფეროვანი მიღწევები აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 50-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. შედეგად, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კონკურსი, რომელშიც, 16-დან 20 წლის ჩათვლით, მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.

ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულს კი აქვს შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს (გამარჯვებულს) შეხვდეს და გახდეს საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ქსელის წევრი.

კონკურსში კონკურენცია ძალიან დიდიაამიტომ გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ძალიან მცირე დეტალმა გადაწყვიტოსთუმცა მაინც გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად თვისებასერთერთი უმნიშვნელოვანესია გადმოცემის უნარი – კონკურსანტმა ნათლად და ამომწურავად უნდა მიიტანოს სათქმელი აუდიტორიასთანმნიშვნელოვანია აგრეთვე არავერბალური მხარეცგარკვეულ წილადყურადღება ექცევა მონაწილის არტისტულ უნარებსაცრა თქმა უნდაინგლისური ენის ცოდნა ძალიან მაღალ დონეზეეს ალბათ უპირველესი აუცილებლობაათუმცა წლების მანძილზე ამ კონკურსში რთულია იპოვოთ ისეთი ახალგაზრდარომლის ინგლისურიც არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებსმეტიცძალიან რთულია იმის მიხვედრარომ ბევრი მონაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არისასევემონაწილე უნდა იყოს ძალიან დამაჯერებელიმნიშვნელოვანია ჰქონდეს თვითრწმენარომ მას შეუძლია გაიმარჯვოს!“ – განმარტავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

აღნიშნული თვისებების გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს კონკურსის ფარგლებში ექსპერტებისა და ამ კონკურსის წინა წლებში გამარჯვებული სპიკერების მიერ გამართული ტრენინგები და კონსულტაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებულები ლონდონში დამატებით ტრენინგებსა და კონსულტაციებს გადიან, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები უძღვებიან.

განათლების სფეროს წარმატება ნებისმიერი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველიადაამ მიმართულებითარც საქართველოა გამონაკლისისაჯარო მეტყველების კონკურსი ერთერთი საუკეთესო მაგალითია იმისათუ წლების მანძილზე რამდენ გამორჩეულ ახალგაზრდას მოუყარა თავიკიდევ უფრო დაეხმარა განვითარებაში და შემდგომშისხვადასხვა სფეროშიწარმატებულ და შემდგარ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

მოხარულები ვართრომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ხედვა და მთავარი ორიენტირი – აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებსერთმანეთთან თანხვედრაში მოდისსწორედ ჩვენი სპონსორის დამსახურებაა ამ კონკურსის ასეთ მასშტაბებზე გასვლავინაიდანმონაწილეები გვყავსროგორც თბილისიდანასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში 5 დღით გაემგზავროს ლონდონში საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად“.

საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

სრულად წაიკითხეთ სტატია