საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაა მოწყობილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 8
საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაა მოწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაა მოწყობილი.მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში ეცნობიან როგორც ქართული "დელტას," ისე, უცხოური წარმოების ტექნიკას, აღჭურვილობასა და სხვადასხვა სამხედრო ხელსაწყოს, რომელიც თავდაცვის ძალების შეიარაღებაშია."წელსაც ტრადიცია არ დაირღვა და "დიდგორის" ახალი, ფაქტობრივად, რიგით მეთორმეტე მოდიფიკაცია გვაქვს გამოყვანილი თავისუფლების მოედანზე. ეს არის საექსპორტო კონფიგურაციაში შესრულებული "დიდგორი მეომარი." ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ "დელტას" მიერ დამზადებული სხვა მოდიფიკაციის "დიდგორების" ნახვასაც. ექნებათ შესაძლებლობა ფოტოები გადაიღონ, ჯავშანჟილეტი მოირგონ, ჩაფხუტი დაიხურონ. ნებისმიერ ტექნიკურ კითხვაზე, რაც კი ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო, ჩვენ სრულ და მომწურავ პასუხს გავცემთ," - აღნიშნა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტას" წარმომადგენელმა, თეიმურაზ ტელუზაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია