საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა „საქართველოს 2024
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის
პროექტის გადამუშავებული
ვარიანტის შესახებ
იმსჯელა.ფინანსთა
მინისტრის პირველი
მოადგილის, გიორგი
კაკაურიძის განმარტებით,
განახლებული
მაკროეკონომიკური
პარამეტრების თანახმად, 2024
წლის რეალური ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი იზრდება და
განისაზღვრება 9,0%-ის
ოდენობით, ხოლო მთლიანი
შიდა პროდუქტის
დეფლატორის პროგნოზი
განისაზღვრება 3,1%-ის
ოდენობით. შემცირებულია
ინფლაციის საპროგნოზო
მაჩვენებელი და იგი 1,0%-ს
შეადგენს.მისივე
ინფორმაციით, ნომინალური
მთლიანი შიდა პროდუქტის
მოცულობა განისაზღვრება 90
895,0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო
ნაერთი ბიუჯეტის
საგადასახადო შემოსავლები
- 23 260,0 მლნ ლარის
ოდენობით.ნაერთი ბიუჯეტის
შემოსავლების გეგმური
მაჩვენებელი იზრდება 1 218
მლნ ლარით და
განისაზღვრება 25 616,0 მლნ
ლარის ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობების ჯამური
მაჩვენებელი იზრდება 1 126,5
მლნ ლარით და შეადგენს 25 696,0
მლნ ლარს.სახელმწიფო
ბიუჯეტის ასიგნებები
ჯამურად შეადგენს 25 930,4 მლნ
ლარს, რაც დამტკიცებულ
გეგმასთან შედარებით
გაზრდილია 900,0 მლნ
ლარით.კომიტეტმა მხარი
დაუჭირა კანონპროექტს.