საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას.კანონპროექტით ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროშიცალკეული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას.ცვლილების თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლი/მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 პროცენტისა, ხოლო აღნიშნული პირების მიერ გადახდილი დივიდენდები აღარ დაიბეგრება.რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიას, კანონპროექტით თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი  15/20 თეთრით იზრდება.კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, რამინა ბერაძე და ირაკლი ხელაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია