ძალიან მაღალი აქტივობაა
დილიდან. საარჩევნო
უბანთან მუდმივად რიგი
დგას, - განაცხადა თბილისის
მე-40 საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე
ნინო ფოფხაძემ. მისი თქმით,
ხმის მიცემის პროცესი
მშვიდ გარემოში
მიმდინარეობს.„არანაირი
საჩივარი არ შემოსულა.
უამრავი დამკვირვებელი
გვყავს. ძალიან ადვილად
უღებენ ამომრჩევლები
ალღოს ამ საკითხს, არ
გაგვფუჭებია ბიულეტენი და
ძალიან მშვიდ გარემოში
მიმდინარეობს პროცესი“, -
აღნიშნა
ფოფხაძემ.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.