ცხადია, ამ ქვეყნად არაფერია სამუდამო, შესაძლოა, სარეცხმა მანქანამაც, ერთხელ, მართლაც საბოლოოდ შეწყვიტა მუშაობა, ან შეიძლება, მხოლოდ მცირე პრობლემაზე მიგანიშნებს, რომ დრულად შეავლო ხელი და კიდევ არაერთი წელი გემსახუროს.
1. მანქანა არ ჩაირთო
ამ შემთხვევაში, კარგად დააკვირდი, მანქანა არ ჩაირთო, თუ ჩაირთო და არ დაიწყო რეცხვა? იქნებ, რეცხვა დაიწყო და შუა პროცესში გაჩერდა? იმის მიხედვით, თუ რა სტადიაზე შეწყვიტა მუშაობა, პრობლემის დადგენა ბევრად მარტივია. მაგალითად, თუ არ რეაგირებს ჩართვის ღილაკზე თითის დაჭერით, შეიძლება პრობლემა სულაც ელექტრო წრეშია, ან კონტაქტების ადგილი დაიჟანგა, იქნება გაყვანილობა გაწყდა და ა.შ.
ხოლო, თუ ჩაირთო და რეცხვას არ იწყებს, პირველ რიგში კარი შეამოწმე, ხომაა მჭიდროდ დახურული, ხომ არაფერი უშლის ხელს, რადგან, თუ კარი მჭიდროდ არაა დახურული რეცხვის ბრძანებას არ გასცემს მანქანა. შესაძლოა ელექტრონული მოდელი გაფუჭდა და ესაა მიზეზი, თუ პრობლემა ძრავშია, გახსოვდეს რომ ძრავის შეკეთებაც, ან შეცვლა შეიძლება.
2. წყალი არ მიეწოდება
მანქანა ჩაირთო, აციმციმდა ტაბლოზე ნათურები, მაგრამ წყალი არ მიეწოდება? პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ ონკანში მოდის წყალი და არაა შეწყვეტილი მოწოდება. თუ ეს პრობლემა გამორიცხე, შეამოწმე სარეცხი მანქანის წყალმომარაგების ონკანი ხომ არ დაკეტა ვინმემ შემთხვევით, ან მილი, რომლითაც წყალი შედის, ხომ არ არის გადაკეცილი?
ხომ გახსოვს, ისიც უნდა შეამოწმო, კარი ხომ არის მჭიდროდ დახურული.
ფილტრის ბლოკირება იყოს ასევე კიდევ შეიძლება ერთი მიზეზი – ფილტრის გაწმენდა მარტივი, მაგრამ არც ისე სუფთა საქმეა. უნდა მოხსნა სანიაღვრე მილი, გაწმინდო და დააბრუნო თავის ადგილას. სხვათა შორის, შესაძლოა აქ ხურდები და ღილებიც დაგხვდეს, ჭუჭყთან ერთად. თუ მილი ძველია, სასურველია გამოცვალო.
თუ მანქანა უკვე ნაწილობრივ სავსეა წყლით და მაგ დროს შეწყვიტა წყლის მიწოდება, სცადე გაწურვის რეჟიმის ჩართვა, თუ გაგიმართლა, მანქანა წყალს გაიტანს და ამის შემდეგ, ისევ სცადე რეცხვის რეჟიმი. თუ ამანაც არ უშველა, მაშინ შეიძლება პრობლემა საკონტროლო მოდულშია. შესაძლებელია წნევის ჩამრთველი, რომელიც აკონტროლობს წყლის შედინებას, გაუმართავი, ან გაფუჭებულია. დღეს არც მისი შეცვლაა პრობლემა.
3. წყალი არ ცხელდება
თანამედროვე, ჭკვიანი მანქანა არ დაიწყებს რეცხვას, სანამ წყალი არ გაცხელდება სასურველ ტემპერატურამდე. შედარებით, ნაკლებად ჭკვიანმა მანქანამ, შეიძლება, მაინც იმუშაოს, თუმცა, მიხვდები, რომ სარეცხი გარეცხილი სულაც არ არის.
როგორც წესი, ორი მიზეზის გამო შეიძლება არ ცხელდებოდეს წყალი. პირველი – გაფუჭებულია გამაცხელებლი, მეორე – გაფუჭდა მისი ელექტრონული მოდელი, რომელიც ტემპერატურას აკონტროლებს.
აქვე გეტყვი, რომ გათბობის ელემენტის გაფუჭება ყველაზე გავრცელებულია მიზეზია. გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა ბრენდის მოდელებს შეცვლის განსხვავებული ინსტრუქციები აქვთ და ასევე, უმეტესად, რთულად მისადგომ ადგილსაა დამაგრებული, მისი შეცვლა დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ზოგი მოდელის შემთხვევაში აღჭურვილობის თითქმის სრულად დაშლაა საჭირო მის გამოსაცვლელად. ამიტომ, არასდიდებით ანდო ეს საქმე არაპროფესიონალს.
4. ბარაბანი არ ტრიალებს
პირველ რიგში, დააკვირდი, რა ეტაპზე შეწყვიტა ბრუნვა. თუ საერთოდ არ დაუწყია, შეიძლება პრობლემა იყოს ელექტრონულ წრეში, ან ელექტრონულ მოდულში, რომელიც რეცხვის ბრძანებას იძლევა.
თუ ბარაბანი რეცხვისას გაჩერდა, გამოდის, „სტრესშია“ და სულაც არ ვხუმრობ, როგორც წესი, ბარაბანი მაშინ ჩერდება რეცხვის შუა პროცესში, როცა გადაიტვირთება, „დაიღლება“, როცა მოთმინების ბოლო წვეთი ეწურება.
ამ შემთხვევაშიც, სპეციალისტი აუცილებლად დაგჭირდება, რადგან, იქნებ ღვედია გატეხილი, იქნებ ზამბარა, იქნებ ბორბალი ჩაიმტვრა, ან სულაც ძრავის პრობლემაა, ან ელექტრონული მოდელია გაფუჭებული.
კი, ბარაბნის შეცვლაც შეიძლება, თუ ავზი განცალკევებითაა დამონტაჟებული, პროფესიონალი მას მარტივად შეცვლის, თუ არაა განცალკევებით დამონტაჟებული, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია შეცვლა, მაგრამ სამუშაო რთულდება.
5. წყალი ჟონავს მანქანიდან
დაიმახსოვრე:
თუ სარეცხმა მანქანამ თავად არ გათიშა რეცხვის სისტემა, როცა წყალმა გამოჟონა, პირველ რიგში, სასწრაფოდ თიშავ. თუ ელექტრო პანელზე გათიშვის ღილაკი არ გემორჩილება, ასეც ხდება ხოლმე, როზეტიდან გამორთე.
მეორე ნაბიჯი, რასაც ასევე მყისიერად ვაკეთებთ, წყლის მიწოდების შეწყვეტაა, გადაკეტე წყალმომარაგების მილი. თუ არ იცი სად მდებარეობს ჩამკეტი, წყალმომარაგების მილს გააყოლე თვალი და აუცილებლად დაინახავ ჩამკეტ სარქველს.
მესამე და ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია აწმინდო იატაკიდან წყალი, სარეცხი მანქანის ირგვლივ იატაკი უნდა იყოს მშრალი.
მხოლოდ ამ სამი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის შემდეგ შეგიძლია დაიწყო უკვე მანქანიდან წყლის ამოწმენდა, ორი გზაა ამისათვის, ან სანიაღვრე მილი უნდა გამოიყენო, ან ფილტრი. სანიაღვრე მილი სარეცხი მანქანის უკანა მხარესაა, როგორც წესი და კანალიზაციის მილს უერთდება.
როცა წყალსაც ამოწმენდ, მერე უკვე შეგიძლია თავს უფლება მისცე, ცოტა დაისვენო და დაფიქრდე, შეამჩნიე, რა ადგილიდან გამოვიდა წყალი? ეს მნიშვნელოვანია დიაგნოსტკისითვის,
რაც შეეხება მიზეზებს, შესაძლოა გაიხა მილი, შემავალი, ან სანიაღვრე, ან გაჭედილია ფხვნილის ჩასაყრელი კონტეინერი, იქნებ, ტუმბოა გატეხილი? მილის გამოცვლაც შედარებით ადვილად შეიძლება და კონტეინერის გაწმენდაც, აი, ტუმბოს გამოცვლა, ან შეკეთება შრომატევადი საქმეა და დიდ გამოცდილებასა და სიზუსტეს მოითხოვს.
6. გავლების რეჟიმი არ ირთვება
თუ სარეცხი გაირეცხა, მაგრამ გავლების რეჟიმი არ ირთვება, ამ შემთხვევაში, პროფესიონალის მოსვლამდე, სჯობს, რეცხვა ხელით დაასრულო. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მილის გაჭედვა, ასევე ტუმბო, ან სანიაღვრე.
ცალკე უნდა აღინიშნოს – როცა სარეცხი მანქანა სწრაფად იწყებს სარეცხის ბრუნვას გასავლებად და გასაწურად, მაღალ სიჩქარებს იკრებს. მაგ დროს, შესაძლოა, ელექტრონული ქსელის ავტომატიზაციამ ჩათვალოს, რომ ეს ძალიან დიდი დატვირთაა ქსელის პარამეტრისათვის. ეს არ ნიშნავს რომ ელექტროენერგია გაგეთიშება სახლში, უბრალოდ, შეიძლება სარეცხი მანქანა გამოირთოს. პირველ რიგში ჩამრთველი შეამოწმე. თუ მანქანა ჩართულია და მაინც არ მუშაობს გავლების რეჟიმით, ესე, იგი, პროფესიონალის დახმარება გარდაუვლად გჭირდება.
7. არ წურავს სარეცხს
ისეც ხდება, მანქანა ჩაირთო, გარეცხა, წყალიც შედის და გამოდის უპრობლემოდ, მაგრამ არ წურავს სარეცხს. მიზეზი აქაც რამდენიმე შეიძლება იყოს – მაგალითად, შეიძლება დატრიალების რეჟიმი გამორთულია მართვის პანელზე, ან ავზი გადატვირთულია, ტაქომეტრია დაზიანებული, ან ელექტრონული მოდელის ან ძრავის პრობლემაა.
ამ შემთხვევაში, რეცხვა შეაჩერე, დარეცხილი სარეცხი ორ ნაწილად გაყავი და მხოლოდ ერთი ნაწილით დატვირთე ბარაბანი. თუ ამ ხერხმა არ გაამართლა, არავითარ შემთხვევაში შეეხო თავად ძრავს, ან ელეტრონულ მოდელს, ეს საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე ნაწილებია და ერთ არაზუსტ მოძრაობასაც კი შეუძლია უფუნქციო გახადოს სარეცხი მანქანა და ვერც პროფესიონალმა ვეღარ შესძლოს მისი შეკეთება.
8. სისტემა დაიბლოკა
ამ შემთხვევაში ძალიან მოკლედ და მარტივად გეტყვი – არაფერს შეეხო და მიმართე სპეციალისტს.
ეს ის ზოგადი მიზეზებია, რის გამოც, შესაძლოა, სარეცხმა მანქანამ არ იმუშაოს და „მკურნალობა“ მოითხოვოს. აუცილებლად დროულად უმკურნალე, არ გადადო, რადგან პატარა პრობლემამ შესაძლოა სხვა ნაწილიც დააზიანოს.
რამდენი ბრენდი იცი სარეცხი მანქანების? – მე ათობით. ბევრად მეტია, რეალურად. ზოგი მეტად მომწონს, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე ადგილი ვიცი, სადაც ხელოსნის პოვნა შესაძლებელი ნებისმიერი მოდელისთვის – დიაგნოსტირება გინდა, თუ ნაწილის შეცვლა, გაწმენდა, თუ დაბლოკილი სისტემის გახსნა. რომელი მოდელის რა პრობლემაც უნდა იყოს, ოსტატს აქ ყოველთვის იპოვი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ადგილიდან.
რა ღირს?
– და ზუსტად იცი რა სჭირს? თუ ზუსტად იცის, რა სჭირს, შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, თუ არადა, წინასწარ, დიაგნოსტირების გარეშე, ვერავინ გეტყვის ფასს, ვინ იცის, რა აქვს შესაკეთებელი, რა შესაცვლელი.
ხომ არ სჯობს, ახალი ვიყიდო?
შეკეთება ბევრად ბიუჯეტურია, ყველა ვარიანტში, ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია გააკეთო, გაყიდო და ახლის საყიდლად ნაკლები ფინანსების დახარჯვა მოგიწევს.
შემდეგში, აუცილებლად მოგიყვები, რომელი სარეცხი ფხვნილი სჯობს გამოიყენო და როგორ, რომ სარეცხ მანქანას პრობლემები არ შეექმნას.
წარმატებული რეცხვა და სისუფთავე მისურვებია!
(R)
The post სარეცხი მანქანის გაუმართაობის 8 ძირითადი მიზეზი – რა შემთხვევაში უნდა გამოიძახო ხელოსანი appeared first on .